„ნიუ იორკ თაიმსის“ ცნობით, აშშ-მა და ისრაელმა, შესაძლოა, დაარტყან „ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ შტაბ-ბინას. სტატიის მიხედვით, ამ დარტყმის მიზანია ირანის იძულება, დათანხმდეს ბირთვულ მოლაპარაკებებში დათმობებს, რაზეც თეირანი აქამდე არ მიდიოდა.
გამოცემა წერს, რომ ისრაელი, აშშ-თან ერთად, ამზადებს ერთობლივ სამხედრო ოპერაციას ირანის წინააღმდეგ, რომლის სამიზნეებად, შესაძლოა, განიხილებოდეს ბალისტიკური რაკეტების ბაზები, ბირთვული ობიექტები და „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ შტაბ-ბინა.
ამის შესახებ გაზეთი იტყობინება ისრაელის სამხედრო წყაროებზე დაყრდნობით.
მათი თქმით, აშშ და ისრაელი გეგმავენ დარტყმის განხორციელებას უახლოეს დღეებში, რათა „აიძულონ ირანი, წავიდეს დათმობებზე მოლაპარაკებების მაგიდასთან“ ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით.
გაზეთის მტკიცებით, აშშ-ის შეიარაღებული ძალების დაჯგუფება ახლო აღმოსავლეთში საშუალებას იძლევა, განხორციელდეს დარტყმები „ირანის ობიექტების ფართო სპექტრზე, მათ შორის მცირე და საშუალო რადიუსის რაკეტების ბაზებზე, საბრძოლო მასალის საწყობებზე, ბირთვულ ობიექტებზე და სხვა სამხედრო სამიზნეებზე, როგორიცაა „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ შტაბ-ბინა“.
ოპერაციის საბოლოო სამიზნეების შერჩევა, ამერიკული წყაროების თქმით, აშშ-ის პრეზიდენტზე, დონალდ ტრამპზეადამოკიდებული.
მანამდე ტელეკომპანია CBS-მა გაავრცელა ცნობა, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია განიხილავს ირანზე დარტყმის შესაძლებლობას 21 თებერვალს.