„სელფი მობაილი“ „ბიზნეს ტრანსფორმაცია 2.0“-ის მხარდამჭერია
18/02/2026 12:10:00 ეკონომიკა, რეკლამა
„სელფი მობაილი“ „ბიზნეს ტრანსფორმაცია 2.0“-ის მხარდამჭერია.
„სელფი მობაილის“ ინფორმაციით, 19 თებერვალს გაიმართება კონფერენცია, რომელიც ფოკუსირებული იქნება თანამედროვე ბიზნეს გარემოში ორგანიზაციების განვითარებისთვის აუცილებელ ტრანსფორმაციულ მიდგომებზე, პრაქტიკასა და ინოვაციურ გადაწყვეტილებებზე.
„სელფი მობაილის“ცნობით, კონფერენციაზე გამომსვლელები მოიცავენ 5 მიმართულებას: ბიზნეს პროცესების, ციფრულ, AI, Agile და HR ტრანსფორმაციებს. მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა მოისმინონ სფეროს წარმომადგენლების ხედვები, გაეცნონ პრაქტიკულ გამოცდილებას და განიხილონ ბიზნესის წინაშე არსებული გამოწვევები და შესაძლებლობები. „სელფი მობაილი“ არაერთი წელია მხარს უჭერს ქვეყანაში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების დანერგვასა და გავრცელებას.
„სელფი“ მხარს უჭერს ინიციატივებს, რომლებიც პროფესიული განვითარების, ინოვაციური აზროვნებისა და თანამედროვე გამოწვევებისთვის მზადყოფნის გაძლიერებას ემსახურება. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ცოდნის გაზიარებისა და პრაქტიკული გამოცდილების გავრცელების ხელშეწყობა, რაც ბიზნეს გარემოს მდგრად და გრძელვადიან განვითარებას უწყობს ხელს“, - აცხადებენ „სელფი მობაილში“.
ღონისძიებაზე დასასწრებად მიჰყევით ბმულს.


