Accentnews.ge
„ტრამპის მარშრუტის“ პროექტის მოსამზადებლად სომხეთში აშშ-ის დელეგაცია ჩავიდა

„ტრამპის მარშრუტის“ პროექტის მოსამზადებლად სომხეთში აშშ-ის დელეგაცია ჩავიდა

05/02/2026 15:34:00 მსოფლიო

„ტრამპის მარშრუტის“ პროექტის მოსამზადებლად სომხეთში აშშ-ის დელეგაცია ჩავიდა.

სომხური მედიის ცნობით, სომხეთში ჩავიდა ამერიკული საინჟინრო-საკონსულტაციო ფირმის, AECOM-ის დელეგაცია.

ვიზიტი ხორციელდება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გლობალური პარტნიორობის ფონდის სახელით და მიზნად ისახავს „ტრამპის მარშრუტის“ მოსამზადებელი კვლევების ჩატარებას.

სომხეთში აშშ-ის საელჩოს ცნობით, სამუშაოები მოიცავს პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების შესწავლას, რკინიგზისა და სხვა ინფრასტრუქტურის მშენებლობის წინადადებების შემუშავებას, რაც ხელს შეუწყობს სომხეთის გრძელვადიან ეკონომიკურ ზრდას, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას და რეგიონულ ინტეგრაციას.

შეგახსენებთ, რომ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 2025 წლის 8 აგვისტოს ვაშინგტონში ხელი მოაწერეს დეკლარაციას, რომლის ერთ-ერთი პუნქტის მიხედვითაც სომხეთის რესპუბლიკა იმუშავებს ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ურთიერთშეთანხმებულ მესამე მხარეებთან ერთად იმისათვის, რომ განისაზღვროს საკომუნიკაციო პროგრამის ჩარჩო სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე განხორციელებული პროექტისა „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (ან TRIPP).

2026 წლის 13 იანვარს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა ვაშინგტონში შეხვედრა გამართეს, რის შემდეგაც გამოაქვეყნეს საერთო „ტრამპის მარშრუტის განხორციელების ჩარჩო შეთანხმება“.

22 იანვარს დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის კულუარებში ილჰამ ალიევმა და დონალდ ტრამპმა შეხვედრა გამართეს.

შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი თებერვალში ეწვევა სომხეთსა და აზერბაიჯანს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S