ინიციატივა „ჯერ საქართველოს“ თანადამფუძნებელი ნიკოლოზ ხატიაშვილი ესპანეთის სენატის ვიცე-სპიკერს შეხვდა
05/02/2026 13:26:00 პოლიტიკა
ინიციატივა „ჯერ საქართველოს“ თანადამფუძნებელმა, ნიკოლოზ ხატიაშვილმა, გაცნობითი შეხვედრა გამართა ესპანეთის პარლამენტის სენატის ვიცე-სპიკერთან და სახალხო პარტიის (Popular Party) წევრთან, ხავიერ მაროტოსთან.
როგორ ორგანიზაციაში აცხადებენ, შეხვედრის ფარგლებში ნიკოლოზ ხატიაშვილმა ესპანელ სენატორს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია ინიციატივა „ჯერ საქართველოს“ შესახებ, მათ შორის მისი სტრატეგიული ხედვის, გეგმების, მიზნების და ძირითადი ღირებულებების შესახებ.
“საუბრისას ყურადღება გამახვილდა ინიციატივის პრიორიტეტებზე, საქართველოს მხარდაჭერაზე და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე”- განაცხადა ხატიაშვილმა.


