Accentnews.ge
ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე ვაჭრობა 15 წუთით შეჩერდა

ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე ვაჭრობა 15 წუთით შეჩერდა

12/03/2020 15:11:08 მსოფლიო, ეკონომიკა

ინდექსების ვარდნის გამო ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე ვაჭრობა 15 წუთით შეჩერდა.

ვაჭრობის დაწყებიდან მოკლე დროში სამი მთავარი ინდექსი: „დოუ ჯონსი“ – 7.4%–ით, „ეს ენდ ფი 500“ – 6%–ით, „ნასდაქი“ კი, 6.9%–ით დაეცა.

გარდა ამისა, ახალი ტიპის კორონავირუსის გამო რეკორდული ვარდნაა ევროპულ საფონდო ბირჟებზეც. გერმანული „დაქსი“ 9.6%–ით დაეცა, საფრანგეთის „სიეისი 40“ – 9.8%–ით, ბრიტანეთის „ეფ-ტი-სი“ კი – 9%–ით.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით აშშ-ის ხელისუფლებამ კაპიტოლიუმის და პარლამენტის ორივე პალატის სამუშაო ოფისების და შენობების დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. შეზღუდვა აპრილამდე გავრცელდება.

ცნობისთვის: ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით („COVID-19“) გარდაცვალების შემთხვევები მკვეთრად მცირდება, ქვეყნის საზღვრებს გარეთ კი იზრდება. ბოლო მანაცემებით, გასული დღე–ღამის განმავლობაში ქვეყანაში „COVID-19“–ს 11 ადამიანი ემსხვერპლა და 18 დაინფიცირდა.

ჩინეთის საზღვრებს გარეთ, „COVID-19“–ით ინფიცირებულთა და დაღუპულთა რაოდენობა იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის იტალიაში, ირანსა და სამხრეთ კორეაშია.

მსოფლიოში "COVID-19"–მა 4300–ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდნობამ კი 118 000–ს გადააჭარბა. 69 000–მდე ინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.

11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 25 შემთხვევაა დადასტურებული.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S