Accentnews.ge
ევროკავშირმა უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების სახით 145 მილიონი ევრო გამოყო

ევროკავშირმა უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების სახით 145 მილიონი ევრო გამოყო

29/01/2026 16:25:00 მსოფლიო

ევროკავშირმა უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების სახით 145 მილიონი ევრო გამოყო, - ინფორმაციას ევროკომისიის პრესსამსახური ავრცელებს.

ევროკომისიის განცხადებით, დახმარება რუსეთის მიერ უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმების გაძლიერების ფონზე უკრაინელების თავშესაფრით, საკვებითა და მედიკამენტებით უზრუნველყოფას მოხმარდება.

„ჰუმანიტარული დახმარების პარალელურად, ევროკავშირმა უკრაინას 447 გენერატორი გადასცა. ასევე, დამატებით 500 გენერატორი გაიგზავნება“, - ნათქვამია ევროკომისიის განცხადებაში.

ამასთან, ჰუმანიტარული დახმარების ფარგლებში ევროკომისია მოლდოვას 8 მილიონ ევროს გადასცემს, იქ მყოფი უკრაინელი ლტოლვილების მხარდასაჭერად

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S