საქართველოში აშშ-ის კონგრესის თანამშრომელთა დელეგაცია იმყოფება
28/01/2026 13:27:00 პოლიტიკა
საქართველოში აშშ-ის კონგრესის თანამშრომელთა დელეგაცია იმყოფება.
ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის საელჩო ავრცელებს. როგორც საელჩოში ნეტგაზეთს განუცხადეს, დელეგაციაში არ შედიან კონგრესმენები.
საელჩოს ცნობით, დელეგაციის წევრები შეხვდებიან საქართველოს ოფიციალურ პირებსა და ოპოზიციის ლიდერებს.
„მოხარულები ვართ, ვუმასპინძლოთ კონგრესის თანამშრომელთა დელეგაციას საქართველოში! რეგიონული ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები შეხვდებიან საქართველოს ოფიციალურ პირებსა და ოპოზიციის ლიდერებს. ასევე, ეწვევიან დევნილთა დასახლებას წეროვანში, რათა გაეცნონ საქართველოში არსებულ ვითარებას“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.


