Accentnews.ge
დონალდ ტრამპმა „მშვიდობის საბჭოს“ წესდებას ხელი მოაწერა

დონალდ ტრამპმა „მშვიდობის საბჭოს“ წესდებას ხელი მოაწერა

22/01/2026 12:05:52 მსოფლიო

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „მშვიდობის საბჭოს“ წესდებას ხელი მოაწერა, - ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.

დონალდ ტრამპმა „მშვიდობის საბჭოს“ წესდებას ხელი თანადამფუძნებელი სახელმწიფოების ლიდერებთან ერთად მოაწერა.

„საბჭოს პოტენციალი აქვს, რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანო გახდეს“, - განაცხადა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მისთვის „მშვიდობის საბჭოს“ თავმჯდომარეობა დიდი პატივია.

მისი თქმით, საბჭოს კიდევ უფრო მეტი ქვეყნის ლიდერი შეუერთდება.

„წერილები რამდენიმე დღის წინ გავაგზავნეთ. აქ მხოლოდ ის ქვეყნებია, რომლებიც შემთხვევით დავოსში იმყოფებიან“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S