Accentnews.ge
აზიის განვითარების ბანკი კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად 200 მლნ აშშ დოლარს გამოჰყოფს

აზიის განვითარების ბანკი კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად 200 მლნ აშშ დოლარს გამოჰყოფს

12/03/2020 12:07:04 მსოფლიო, ეკონომიკა

აზიის განვითარების ბანკი (ADB) ახალი ტიპის კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად 200 მლნ აშშ დოლარს გამოჰყოფს

ADB-ს ფინანსური მხარდაჭერა ხელმისაწვდომი გახდება აზიისა და წყნარი ოკეანის აუზის ქვეყნების კომპანიებისთვის.

ცნობისთვის: ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით („COVID-19“) გარდაცვალების შემთხვევები მკვეთრად მცირდება, ქვეყნის საზღვრებს გარეთ კი იზრდება. ბოლო მანაცემებით, გასული დღე–ღამის განმავლობაში ქვეყანაში „COVID-19“–ს 11 ადამიანი ემსხვერპლა და 18 დაინფიცირდა.

ჩინეთის საზღვრებს გარეთ, „COVID-19“–ით ინფიცირებულთა და დაღუპულთა რაოდენობა იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის იტალიაში, ირანსა და სამხრეთ კორეაშია.

მსოფლიოში "COVID-19"–მა 4300–ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდნობამ კი 118 000–ს გადააჭარბა. 69 000–მდე ინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.

11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 24 შემთხვევაა დადასტურებული. 24 ინფიცირებული პაციენტიდან 21 თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული, 3 – საჩხერის კლინიკაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S