აშშ კარიბის ზღვაში რუსეთის “ჩრდილოვანი ფლოტის” კიდევ ერთი გემის დაკავებას ადასტურებს
09/01/2026 19:37:00 მსოფლიო
აშშ ადასტურებს კარიბის ზღვაში რუსეთის “ჩრდილოვანი ფლოტის” კიდევ ერთი გემის დაკავებას. ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის სამხრეთის სარდლობა სოციალურ ქსელში ავრცელებს.
“კიდევ ერთხელ, ჩვენი სააგენტოების საერთო ძალამ ნათელი მესიჯი გაგზავნა დღეს დილით: “დამნაშავეებისთვის უსაფრთხო თავშესაფარი არ არსებობს,” - ნათქვამი განცხადებაში.
განცხადებაში აღინიშნება, რომ აშშ-ის საზღვაო ქვეითებმა და მეზღვაურებმა კარიბის ზღვაში ნავთობტანკერი Olina ინციდენტების გარეშე დააკავეს.
ცნობისთვის, მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ “დიდი შვიდეულის” სანავთობო ემბარგოს პერიოდში აღნიშნული ტანკერი ჩართული იყო რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირებაში რუსული პორტებიდან ბალტიის ზღვაში, შავ ზღვაში და წყნარი ოკეანის რეგიონში. ნავთობი ძირითადად ჩინეთში, ინდოეთსა და თურქეთში მიდიოდა.
აღნიშნული ნავთობტანკერის წინააღმდეგ სანქციები ჰქონდათ დაწესებული აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს, კანადას, ევროკავშირს, ავსტრალიას, ახალ ზელანდიასა და შვეიცარიას.


