Accentnews.ge
ფინანსთა მინისტრი ბიუჯეტის კორექტირებას აანონსებს

ფინანსთა მინისტრი ბიუჯეტის კორექტირებას აანონსებს

12/03/2020 08:24:14 პოლიტიკა, ეკონომიკა

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი სახელმწიფო ბიუჯეტის კორექტირებას ხარჯების ზრდის მიმართულებით აანონსებს.

როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, მიმდინარე პანდემიის შერბილებასთან დაკავშირებით სერიოზული ზომების მიღება მნიშვნელოვანია.

„ეკონომიკური გუნდი უნდა შევჯერდეთ, რა იქნება სექტორული პასუხი, რა იქნება მაკრო პასუხი, ფისკალური ან მონეტარული პოლიტიკის დონეზე. ალბათ, ძალიან მალე, ჩვენ გამოვალთ ბიუჯეტის კორექტირებით და გვექნება არათუ შემცირებული, არამედ გაზრდილი ხარჯები და მიგვაჩნია, რომ ესეც ერთ-ერთი სტიმულირების მექანიზმია“, - აცხადებს მაჭავარიანი.

კითხვაზე, დააგვიანა თუ არა რეაგირება და საშუალებების შესყიდვა საქართველომ, მინისტრი აცხადებს, რომ „ეს თავიდანვე მედიაამბავი იყო, რომ ვითომ ვიღაცამ რაღაც დააგვიანა. პირიქით, რეაგირების კუთხით საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ალბათ, მსოფლიოში, ვინც სწრაფი რეაგირება დაიწყო, რაღაც ტიპის მარაგები იქნებოდა ეს თუ ზომების მიღება. იანვარშიც იყო მსოფლიო მასშტაბით რაღაც საშუალებების ნაკლებობა. მე დაგვიანებას ნამდვილად ვერ ვხედავ“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S