საქართველოს ბანკის კამპანიები Epica Awards-ის შორთლისტში მოხვდა
26/11/2025 16:44:00 ეკონომიკა, რეკლამა
საქართველოს ბანკის კამპანიები პარტნიორ სააგენტოებთან ერთად კიდევ ერთხელ მოხვდა საერთაშორისო კრეატიული დაჯილდოების შორთლისტში. კერძოდ, Epica Awards-მა, რომელიც მარკეტინგისა და საკომუნიკაციო სფეროს ჟურნალისტებისთვის განკუთვნილი შემოქმედებითი დაჯილდოებაა, ბანკის კამპანიები შორთლისტში, ისეთ კატეგორიებში დაასახელა როგორიცაა:
- Cultural Insights- Kupata’s Legacy;
- Influencer & Creator Marketing- Kupata’s Legacy;
- Publication Design- SUPERMARKET "Iveria - Independence issue"
- Websites- Windfor's "Blood | Bank of Georgia"
აღსანიშნავია, რომ Epica Awards-ი მარკეტინგისა და საკომუნიკაციო სფეროს ჟურნალისტებისთვის განკუთვნილი შემოქმედებითი დაჯილდოებაა. ის პირველად 1987 წელს ჩატარდა და დღესდღეობით, 60 ქვეყნის წამყვანი გამოცემების 200 რედაქტორს აერთიანებს. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სააგენტოებს, დიზაინ სტუდიებს, ფროდაქშენ კომპანიებს, ციფრულ მარკეტერებს და საკომუნიკაციო სფეროს, პრაქტიკულად ყველა წარმომადგენელს. წლევანდელი Epica Awards-ის სრული შორთლისთის ნახვა შესაძლებელია ბმულზე.
ინფორმაციისთვის, Epica Awards-ის ოქროსა და გრან პრის გამარჯვებულები 2025 წლის 16 დეკემბერს, ონლაინ ღონისძიების დროს გამოვლინდებიან. რაც შეეხება ვერცხლისა და ბრინჯაოს გამარჯვებულებს, მათი ვინაობა Epica Awards-ის ვებგვერდზე, 17 დეკემბერს გამოქვეყნდება.


