ამ პროექტმა გვასწავლა, როგორ გადავაქციოთ იდეა რეალურ შედეგად - STEM ოლიმპიადის პირველადგილოსანი გუნდი
03/11/2025 17:44:00 საზოგადოება, რეკლამა
საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის თანამშრომლობით STEM ოლიმპიადის მესამე სეზონი წარმატებით მიმდინარეობს. პროექტი ახალგაზრდებში მეცნიერებებისა და მომავლის პროფესიების პოპულარიზაციის მიზნით შეიქმნა და უკვე ბევრი საინტერესო მოსწავლე გაგვაცნო. ამჟამად ახალ სეზონზე განაცხადების მიღება დაწყებულია და 30 ნოემბრამდე გაგრძელდება. ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე
მეორე სეზონის ოლიმპიადაში 1-ლი ადგილი თბილისის თავისუფალისკოლის გუნდმა დაიკავა, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ: ანდრიაპაპუაშვილი, ლიზა შალიკაშვილი, ლუკაუფლისაშვილი, თეკლა თენიეშვილი, ლუკა დუდაური.
გუნდის მენტორმა, ლაშა ნიშნიანიძემ,გაგვიზიარა შთაბეჭდილებები და ისაუბა მოსამზადებელ პროცესზე.
„STEM მიმართულებაგანსაკუთრებულადმნიშვნელოვანია თანამედროვემსოფლიოში, სწორედ ეს სფეროებიქმნიან იმ ახალ ტექნოლოგიებსა დაგადაწყვეტებს, რომლებიც ჩვენსყოველდღიურ ცხოვრებასაუმჯობესებენ. თეორიული ცოდნისადა პრაქტიკული გამოცდილებისკომბინაციით იზრდებიან მომავალიინჟინრები, პროგრამისტები, მეცნიერები, რომლებიც შეცვლიანსამყაროს”.
ოლიმპიადამდე გუნდები აქტიურად ემზადებოდნენ, როგორც თეორიულად, ისე პრაქტიკულად, თავისუფალი სკოლის გუნდმა გამარჯვებამდე საკმაოდ ბევრი იშრომა წარმატებული ასპარეზობისთვის:
„მზადება იყო ინტენსიური, მიზანმიმართული და შთამბეჭდავი. სკოლის გაკვეთილებისდასრულების შემდეგ გუნდიმუდმივად მეცადინეობდა, ფინალისდღემდე მოსწავლეებიყოველდღიურად ემზადებოდნენ, დილის 10 საათიდან გვიან ღამემდეც კი, თანაც ამას დიდი ენთუზიაზმითაკეთებდნენ. მზადების ძირითადინაწილი უკავშირდებოდა რთულიტექნიკური დავალებების გადაჭრას, ცოდნის გამყარებასა და გუნდურიმუშაობის დახვეწას. ყოველთვისგანსხვავებულ და კომპლექსურდავალებებს ვაძლევდი. ისინიისხდნენ, ფიქრობდნენ, კოდსწერდნენ, წრედებს აწყობდნენ, დაშვებულ შეცდომებს ასწორებდნენ - ასეთი თავდადება და შეუპოვრობაგახდა წარმატების მთავარი ფაქტორი“.
გადამწყვეტი მნიშვნელობა ფინალურ პროექტს ჰქონდა, ამ ეტაპზე გუნდები დამოუკიდებლად და ინოვაციურად უნდა გამკლავებოდნენ პრაქტიკულ დავალებას:
„როდესაც ოლიმპიადა დაიწყო, მალევე შეგვატყობინეს მთავარიდავალება - საგულშემატკივროჰოლში დაიდო ლიფტისკონსტრუქციის მაკეტი. სწორედ ამტიპის სისტემაზე უნდა ემუშავათმონაწილეებს. პროექტი იყოკომპლექსური დამაღალტექნოლოგიური, თუმცა ჩემიმოსწავლეებისთვის ეს სიახლე არყოფილა: მრავლად ჰქონდათნამუშევარი მსგავს ელექტრონულკომპონენტებზე, სენსორებზე, ძრავებზე. მჯეროდა, რომ დავალებასკარგად შეასრულებდნენ. სირთულემაინც არსებობდა — ტექნიკურიდეტალების ზუსტი შესრულება, დროის შეზღუდვა და კონკურენციისმაღალი დონე “.
პირველი ადგილის მოპოვების შთაბეჭდილებები გაგვიზიარეს გუნდის წევრებმაც:
„STEM ოლიმპიადაში მონაწილეობაცკი ძალიან დიდი გამოცდილება იყოჩემთვის,ოლიმპიადის განმავლობაშივსწავლობდით ბევრ ისეთ დეტალს, რომელიც ყოველდღიურცხოვრებაში ძალიან გამოსადეგი იყო. სიტყვებით რთულია იმის აღწერა , რასაც მოგებისას განვიცდიდი, ბედნიერად მახსენდებოდა დღეები, როდესაც მთელი დღე ვისხედით დავვარჯიშობდით”, - ლუკაუფლისაშვილი
„ამ პროექტმა გვასწავლა, როგორგადავაქციოთ იდეა რეალურშედეგად. გუნდურად მუშაობა, პრობლემების ანალიზი დაგადაწყვეტილებების პოვნა - ესუნარები მომავალში აუცილებლადგამოგვადგება, როგორც სწავლის, ისეპროფესიული განვითარების გზაზე”,- ლუკა დუდაური
საქართველოს ბანკი აქტიურად განაგრძობს საგანმანათლებლო შესაძლებლობების შექმნას ყველასთვის, ვინც არ ჩერდება, ცნობისმოყვარეა, აინტერესებს, ეძებს და ცდილობს, მეტი ისწავლოს. სწორედ ასეთი ახალგაზრდები ქმნიან უკეთეს მომავალს მთელი ქვეყნისთვის. STEM მიმართულებების წახალისებაც ამ მთავარი მიზნის ნაწილია და მომავალშიც ბევრ ნიჭიერ მოსწავლეს მისცემს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალებას.


