რუსთავი 2-ის ყოფილი დირექტორი კატარის ელჩად დაინიშნა
03/11/2025 14:10:00 პოლიტიკა
პროსახელისუფლებო ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ყოფილი დირექტორი, ვაკო ავალიანი კატარში საქართველოს ელჩად დაინიშნა.
29 ოქტომბერს საქართველოს სადავო ლეგიტიმაციის მქონე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ხელი მოაწერა განკარგულებას “კატარის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე ვარლამ ავალიანის კანდიდატურის საქართველოს პრეზიდენტისთვის წარდგენის თაობაზე”.
განკარგულების მიხედვით, ავალიანი ელჩის მოვალეობის შესრულებას 10 ნოემბრიდან უნდა შეუდგეს.
ყოფილმა ჟურნალისტმა, ვაკო ავალიანმა მიმდინარე წლის ივლისში რუსთავი 2-ის დირექტორის პოსტი დატოვა. ის ამ პოზიციაზე ბაკურ ბაკურაძემ ჩაანაცვლა. რუსთავი 2-მდე ავალიანი ტელეკომპანია მაესტროს აღმასრულებელი დირექტორი იყო.


