დარეგისტრირდი საქართველოს ბანკის და კომაროვის სკოლის STEM ოლიმპიადაზე - საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი
30/10/2025 16:18:00 საზოგადოება, რეკლამა
თუ ხარ VII-XI კლასის მოსწავლე, 30 ნოემბრისჩათვლით, დარეგისტრირდი საქართველოს ბანკის და კომაროვის სკოლის STEM ოლიმპიადაზე, გამოავლინე შენი ცოდნა ფიზიკისა და მათემატიკის მიმართულებით და გაიმარჯვე.
- STEM ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღება ერთი სკოლიდან ერთ გუნდს შეუძლია, რომელიც VII-XI კლასის 5 მოსწავლისგან იქნება დაკომპლექტებული;
- STEM ოლიმპიადა ორ ტურად ჩატარდება: პირველი ტურის ფარგლებში მოსწავლეები ინდივიდუალურად შეასრულებენ ფიზიკისა და მათემატიკის დავალებებს. მეორე ეტაპზე კი, საუკეთესო შედეგის მქონე 10 გუნდი პრაქტიკული დავალებების შესრულებაზე ერთად იმუშავებს;
- საპრიზო ადგილზე გასული გუნდები სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან, ყველა მოსწავლე კი სერტიფიკატს მიიღებს.
ოლიმპიადის ფარგლებში, გამარჯვებული სკოლის გუნდს 10 000 ლარი გადაეცემა.
აღსანიშნავია, რომ STEM ოლიმპიადის ფინალურ ეტაპზე გადასული გუნდები და მათი მენტორები 3 თვის განმავლობაში გაივლიან კონსულტაციებს კომაროვის პროფესიონალებთან მიკროკონტროლერ Arduino-ს დაპროგრამებისა და მისი საშუალებით STEM პროექტებზე მუშაობის მიმართულებით.
ოლიმპიადის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.
ინფორმაციისთვის, პროექტში მონაწილეობა 200-ზე მეტი სკოლის 1500-მდე მოსწავლემ უკვე მიიღო. ოლიმპიადა განკუთვნილია მხოლოდ არა ფიზიკა-მათემატიკური სკოლებისთვის. ფიზიკა – მათემატიკური სკოლის გუნდებს მონაწილეობისმიღება შეუძლიათ მხოლოდ კონკურსგარეშესტატუსით (აღნიშნული სკოლის გუნდებსოლიმპიადის საორგანიზაციო ჯგუფი გამოცდილებისმიღების მიზნით სთავაზობს პირდაპირ ფინალურეტაპზე მონაწილეობას, თუმცა მათი შედეგები არგამოიანგარიშება და, შესაბამისად, ფიზიკა – მათემატიკური სკოლის გუნდები საპრიზო ადგილებსვერ დაიკავებენ).
საქართველოს ბანკი, როგორც განათლებისმთავარი მხარდამჭერი ბანკი ახალგაზრდებისთვისგანათლების შესაძლებლობების შექმნასგანაგრძობს. სწორედ ამიტომ, ბანკი 40-ზე მეტსაგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს დაუჭერს მხარს, რითაც 500 000-ზე მეტიმოსწავლისთვის, სტუდენტისა და ახალგაზრდაპროფესიონალისთვის ქმნის განათლებისშესაძლებლობას. ბანკის CSR მიმართულებისპორტფელი მოიცავს ისეთ საგანმანათლებლოპროექტებს, როგორებიც არის: საქართველოსბანკის სტიპენდიები; გიორგი ჩახავას სახელობისსტიპენდია; დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაშისწავლის სრული დაფინანსება; იდეათეკები – საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკების პროექტი; საქართველოს ბანკისა და კომაროვის ერთობლივიპროექტი – STEM სკოლა; საქართველოს ბანკისოლიმპიადები მოსწავლეებისთვის: STEM ოლიმპიადა, ეკონომიკის ოლიმპიადა, Kings-ისფინანსური განათლების ოლიმპიადა, ევერესტი. ამასთან, საჯარო მეტყველების კონკურსი, და სხვა.
საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს ganatleba.bog.ge


