
ევროკავშირის ქვეყანები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტზე შეთანხმდნენ
22/10/2025 23:37:00 მსოფლიო
ევროკავშირის ქვეყნები შეთანხმდნენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტზე. ამის შესახებ ბლოკის დანიის თავმჯდომარეობამ განაცხადა.
„დიდი სიამოვნებით გაცნობებთ, რომ დარჩენილმა წევრმა სახელმწიფომ ახლახან გვაცნობა, რომ მას შეუძლია მოხსნას თავისი დათქმა მე-19 სანქციების პაკეტზე.
შესაბამისად, დაიწყო საბჭოს დამტკიცების წერილობითი პროცედურა.
თუ არანაირი წინააღმდეგობა არ იქნება, პაკეტი ხვალ დილის 8 საათზე იქნება დამტკიცებული.", - აღნიშნულია განცხადებაში.