
ბოდბისხევში მკვლელობა მოხდა
04/06/2019 04:45:28 სხვა, სამართალი
კახეთში, ბოდბისხევში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. კრიმინალური აქტი გვიან ღამით მოხდა.
ადგილობრივების ცნობით, 36 წლის ბექა ჭაბაშვილი დაბადების დღის სუფრიდან მეზობელთან ერთად ბრუნდებოდა, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფები ერთმანეთს ჯერ სიტყვიერად, შემდეგ კი ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
ჭაბაშვილს დაზიანებები თავის არეში ბლაგვი საგნით, სავარაუდოდ ქვით ჰქონდა მიყენებული. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.
ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე 117-ე მუხლით აღიძრა, რაც რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.