Accentnews.ge
ბაჩო ახალაია შსს-ში დაიბარეს

ბაჩო ახალაია შსს-ში დაიბარეს

09/10/2025 20:45:00 სამართალი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ბაჩო ახალაია შსს-ში დაიბარეს. ამის შესახებ ინფორმაციას მისი მეუღლე ანი ნადარეიშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

„ჩემს მობილურზე დამირეკეს შსს-ს კრიმინალური დეპარტამენტიდან და ბაჩო დაიბარეს, ხვალ, 13:00 საათზე“, - წერს ანი ნადარეიშვილი "ფეისბუქზე".

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ახალაია ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით არის დაბარებული. 

უწყებაში არ აკონკრეტებენ, რომელ საქმესთან დაკავშირებით დაიბარეს ახალაია.


ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S