Accentnews.ge
გლდანის ციხის ყოფილი უფროსი გარდაცვლილი იპოვეს

გლდანის ციხის ყოფილი უფროსი გარდაცვლილი იპოვეს

08/10/2025 15:22:00 სამართალი

N8 პენიტენციური დაწესებულების (გლდანის ციხის) ყოფილი უფროსი დავით გოგობერიშვილი გარდაცვლილი იპოვეს.

შემთხვევა დღეს, 8 ოქტომბერს მოხდა.

გლდანის ციხის ყოფილმა ხელმძღვანელმა, დავით გოგობერიშვილმა თანამდებობება მიმდინარე წლის აგვისტოში დატოვა. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ პატიმრობაში მყოფი “თანაინვესტირების ფონდის” ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი საკანში სცემეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სსკ-ის 115-ის მუხლის შესაბამისად, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

დავით გოგობერიშვილმა თანამდებობა დატოვა  ბაჩიაშვილზე საპატიმრო დაწესებულებაში ფიზიკური ძალადობის შემდეგ. მასთან ერთად თანამდებობიდაბ გადადგა  სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე გია ქემოკლიძეც.


ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S