
Travel eSIM - ნებისმიერი ქსელის მომხმარებლისთვის, საზღვარგარეთ კავშირზე ყოფნა სულ 4 დაწკაპუნებაში უფასო წვდომა Google Maps, WhatsApp და Messenger -ზე
07/10/2025 13:20:00 საზოგადოება, რეკლამა
7 ოქტომბერი, 2025 - სელფი მობაილი, ქართულ ბაზარზე პირველად, მოგზაურობის მოყვარულებს სთავაზობს ინოვაციურ, მაქსიმალურად გამარტივებულ სერვისს - Travel eSIM. ნებისმიერი ქსელის მომხმარებელს, მოგზაურობის ახალი გამოცდილებისთვის, ROAMINGPASS.GE -ზე სულ რაღაც 4 დაწკაპუნებაში შეუძლია გაიაქტიუროს Travel eSIM-ი და მიიღოს სრულიად უფასო წვდომა Google Maps, WhatsApp და Messenger აპლიკაციებზე, რაც მნიშვნელოვნად დაგიზოგავთ GB-ებს შეძენილ პაკეტზე. ხსენებული აპლიკაციების მოხმარება შესაძლებელია მაშინაც კი, როდესაც პაკეტზე ინტერნეტი ამოწურულია.
Travel eSIM-ის გააქტიურება შესაძლებელია როგორც მოგზაურობამდე, ისე საზღვარგარეთ ყოფნისას. მოგზაურებისთვის, მათი საჭიროების მიხედვით ხელმისაწვდომია ოთხი სხვადასხვა პაკეტი და ყველა მათგანი მოიცავს უფასო წვდომას Google Maps, WhatsApp და Messenger-ზე:
EuropePass 2GB – ₾15
EuropePass 7GB – ₾40
ContinentalPass 2GB – ₾20
ContinentalPass 7GB – ₾60
არჩეული პაკეტი მომხმარებელს Travel eSIM-ის შეძენისთანავე ერთვება და 14 დღის განმავლობაში, ან ამოწურვამდე არის აქტიური. გადახდა შესაძლებელია საბანკო ბარათით, ასევე Apple Pay და Google Pay-ით, რაც პროცესს კიდევ უფრო მარტივსა და მოქნილს ხდის.