
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ თითქმის მიღებული აქვს გადაწყვეტილება უკრაინისთვის „ტომაჰავკის“ ტიპის რაკეტების მიწოდებასთან დაკავშირებით
07/10/2025 04:37:00 მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ თითქმის მიღებული აქვს გადაწყვეტილება უკრაინისთვის „ტომაჰავკის“ ტიპის რაკეტების მიწოდებასთან დაკავშირებით.
„მე გარკვეულწილად მივიღე გადაწყვეტილება. ვფიქრობ, მინდა, გავიგო, რას უპირებენ ამ რაკეტებს. სად აგზავნიან მათ? ვფიქრობ, ეს კითხვა უნდა დავსვა“, – აღნიშნა ტრამპმა ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებთან საუბრისას.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ეს ომი არასდროს უნდა დაწყებულიყო.
„ეს ძალიან საშინელია, ამ კვირას მათ დაკარგეს 7000-ზე მეტი ჯარისკაცი ორივე მხრიდან. ეს ხდება ყოველ კვირას, კარგავენ 7000, 8000, 5000 ჯარისკაცს“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.