Accentnews.ge
ჩეხეთის საგარეო უწყება: საქართველოს მუნიციპალური არჩევნები დემოკრატიისთვის უკან გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს

ჩეხეთის საგარეო უწყება: საქართველოს მუნიციპალური არჩევნები დემოკრატიისთვის უკან გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს

06/10/2025 22:00:00 პოლიტიკა

საქართველოს მუნიციპალური არჩევნები დემოკრატიისთვის უკან გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს, - ამის შესახებ განცხადებას ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ასევე, ჩეხეთის საგარეო უწყება არჩევნების შემდგომ პერიოდში სიმშვიდისა და თავშეკავების მოწოდებით გამოდის.

„კენჭისყრა თავისუფლებისა და გამჭვირვალობის ნაკლებობით აღინიშნებოდა. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, პატივი სცეს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას. არჩევნების შემდგომ პერიოდში სიმშვიდისა და თავშეკავების მოწოდებით გამოვდივართ“, - წერს ჩეხეთის საგარეო უწყება X-ზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S