Accentnews.ge
ქოლესტერინის შემცირების გზები — რა უნდა ვიცოდეთ?

ქოლესტერინის შემცირების გზები — რა უნდა ვიცოდეთ?

02/10/2025 14:29:00 საზოგადოება, რეკლამა

ორგანიზმში ქოლესტერინს რამდენიმე სასარგებლო დანიშნულება აქვს. კონკრეტულად, ორგანიზმისთვის და ჯანსაღი უჯრედებისთვის. მიუხედავად ამისა, ცუდი ტიპის ქოლესტერინის მაღალმა შემცველობამ, შესაძლოა, გამოიწვიოს ჯანმრთელობის პრობლემები.

ზოგადად ორგანიზმში ორი სახის ქოლესტერინია. დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინი (LDL) და მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინი (HDL). თუ გაქვთ ბევრი LDL სისხლში, ის დაიწყებს დაგროვებას სისხლძარღვებში, ერთგვარი ნადების სახით. ამ უკანასკნელმა კი, მოგვიანებით, შესაძლოა, დაახშოს არტერიები. თრომბის საპრევენციოდ მნიშვნელოვანია სისხლში ქოლესტერინის პერიოდული კონტროლი. 

LDL ქოლესტერინის შესამცირებლად ზოგადი რჩევები და რეკომენდაციები მოიცავს სწორი კვების გეგმას, ვარჯიშსა და ჯანსაღი ცხოვრების წესს. თქვენი ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტები ასევე შეიძლება იყოს ალტერნატივა. მაგალითად, ხშირად ნიშნავენ კრესტორს - მედიკამენტს, რომელიც ლიპიდური ცვლის მამოდიფიცირებელი/მარეგულირებელი საშუალებაა, რომელიც პსპ-ს სააფთიაქო ქსელშია ხელმისაწვდომი.

ამ სტატიაში შემოგთავაზებთ ქოლესტერინის შემცირების ბუნებრივ გზებსა და რჩევებს.

ყურადღება მიაქციეთ, თუ რითი იკვებებით

მოერიდეთ კონკრეტულ პროდუქტებს, რომელთა შემადგენლობაშიც გაჯერებული ცხიმია, რადგან ეს საკვები გაზრდის თქვენს სისხლში LDL ქოლესტერინს. მაგალითად, მოერიდეთ წითელ ხორცს, ასევე დამუშავებულ ხორცს ჰოთ დოგებში, ბოლონეზესა და პეპერონიში.

საყურადღებოა ასევე პროდუქტები რძის შემცველობით, როგორიცაა ნაყინი, ნაღები, ზოგადად რძე. გაითვალისწინეთ, რომ გაჯერებულ ცხიმს შეიცავს შემწვარი საკვებიც, სწრაფი კვების პროდუქტები, შეფუთული და დაფასოებული ცომეული, ან ტკბილეული, როგორიცაა მაგალითად ნამცხვრები, კექსი, კრეკერები და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ სისხლში ქოლესტერინი გარკვეული ჯგუფით და ოდენობით ნორმალურია, შეეცადოთ არ გადააჭარბოთ ნორმას.

შეზღუდეთ მაღალი ქოლესტერინის შემცველი ისეთი პროდუქტები, როგორიცაა კარაქი, ყველი, კვერცხის გული. ორგანული ხორცი, ლობსტერი, ასევე დააკვირდი რაფინირებული შაქრისა და ფქვილის მიღების ოდენობებს, რასაც იღებთ.

საკვები მენიუ გაამდიდრეთ ისეთი პროდუქტებით, როგორიცაა ორაგული, ტუნა, კალმახი, ქაშაყი და სარდინი. ასევე ზეითუნის, კანოლას, ზამბახის, მზესუმზირასი და ყურძნის ზეთები. სასარგებლო პროდუქტების სიაშია ავოკადო, თხილეული, სოიო. რეკომენდებულია მთელი მარცვლეული, როგორიცაა ხორბალი, ყავისფერი ბრინჯი და შვრიის ფაფა. ეს პროდუქტები მდიდარია ბოჭკოებით, რაც ხელს უწყობს თქვენი ორგანიზმიდან ჭარბი ქოლესტერინის განდევნას.

ივარჯიშეთ უფრო მეტი

ვარჯიში აუცილებელია თქვენი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის. იგი ასევე საიმედო წყაროა HDL ქოლესტერინის გასაზრდელად. შეეცადეთ, ივარჯიშოთ 30-დან 60 წუთამდე კვირის უმეტეს დღეებში. თუკი დრო შეზღუდული გაქვთ, გადაანაწილეთ ვარჯიშის სახეობები თავისუფალი დროების მიხედვით. მაგალითად, შეგიძლიათ ისეირნოთ 10 წუთი დილით, 10 წუთი შესვენების დროს შუადღით და 10 წუთით საღამოს, სამსახურიდან ან სასწავლებლიდან დაბრუნების დროს. დაიწყეთ წონებით და წინაღობებით ვარჯიში სულ მცირე კვირაში ორჯერ.

ჭარბი წონის შემთხვევაში, რეკომენდებულია წონის კლება

ჯანსაღი კვება და უფრო ხშირი ვარჯიში დაგეხმარებათ წონაში კლებაში. თუ თქვენ გაწუხებთ ჭარბი წონა, ან სიმსუქნე, თქვენი წონის 5-10%-ის მოკლება საკმარისი იქნება ქოლესტერინის დონის გასაუმჯობესებლად.

შეწყვიტეთ მოწევა

გარდა კიბოსა და ფილტვის დაავადების რისკის ზრდისა, სიგარეტის კვამლში შემავალი ქიმიკატები აზიანებენ სისხლძარღვებს და აჩქარებენ ნადების დაგროვებას თქვენს არტერიებში. მოწევაზე თავის დანებება შეიძლება ძალიან რთული იყოს, მაგრამ არსებობს უამრავი რესურსი, რაც დაგეხმარებათ ამ გზაზე.

კიდევ ერთი გამოსავალი: მედიკამენტი

 თუ ცხოვრების წესის ცვლილება არ არის საკმარისი LDL ქოლესტერინის შესამცირებლად, ჩაიტარეთ შესაბამისი კვლევები და გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან თუ რომელ მედიკამენტს, როგორი დოზირებითა და რა პერიოდით დაგინიშნავენ პირადად თქვენ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით.

 

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S