
დონალდ ტრამპი: რუსეთის ეკონომიკა ჯოჯოხეთში მიდის
26/09/2025 05:08:00 მსოფლიო
რუსეთის ეკონომიკა ჯოჯოხეთში მიდის, ისინი ყველაფერს ბომბავენ და ძალიან ცოტა ტერიტორიას იკავებენ, თუ საერთოდ იკავებენ, სინამდვილეში, ისინი კარგავენ გარკვეულ ტერიტორიას, ვფიქრობ, რომ ეს ძალიან ცუდია რუსეთის რეპუტაციისთვის, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
ჟურნალისტმა ტრამპს მიმართა: „ამ კვირაში უკრაინაზე ძალიან საინტერესო რამ თქვით, რომ ფიქრობდით, უკრაინას შეეძლო რუსეთის მიერ დაკავებული მთელი ტერიტორიის დაბრუნება“, რაზეც ტრამპმა უპასუხა, რომ ახლაც ასე ფიქრობს.
„დიახ, მათ აქვთ შანსი, რუსეთის გამო. მე ვაკვირდები რუსეთის ქმედებებს და იმას, რასაც რუსეთი აკეთებს. ძალიან უკმაყოფილო ვარ იმით, რასაც რუსეთი აკეთებს და რასაც პრეზიდენტი პუტინი აკეთებს. ის ხალხს უმიზეზოდ კლავს. მათი ეკონომიკა ჯოჯოხეთში მიდის. ისინი ყველაფერს ბომბავენ და ძალიან ცოტა ტერიტორიას იკავებენ, თუ საერთოდ იკავებენ. სინამდვილეში, ისინი კარგავენ გარკვეულ ტერიტორიას. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ეს ძალიან ცუდია რუსეთის რეპუტაციისთვის. ეს ომი უნდა დასრულებულიყო. ეს რომ ჩვენი ომი ყოფილიყო, ერთ კვირაში დავასრულებდით“, – განაცხადა ტრამპმა.