
არარატ მირზოიანი: შესანიშნავი საუბარი მქონდა კაია კალასთან, გეოპოლიტიკური ცვლილებების პირობებში, უფრო ძლიერი, მსგავსი შეხედულებების მქონე პარტნიორობა გადამწყვეტია
26/09/2025 04:55:00 მსოფლიო
საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სოციალურ ქსელში წერს.
„შესანიშნავი საუბარი მქონდა კაია კალასთან. მუდმივი გეოპოლიტიკური ცვლილებების პირობებში, უფრო ძლიერი, მსგავსი შეხედულებების მქონე პარტნიორობა გადამწყვეტია კეთილდღეობისა და გაძლიერებული კავშირების ხელშეწყობისთვის. სომხეთისა და ევროკავშირის ხედვისა და ჩართულობის მუდმივი გაღრმავება ასეთი ფორმულის კარგ მაგალითს წარმოადგენს“, – წერს არარატ მირზოიანი.