Accentnews.ge
Travel eSIM – „სელფი მობაილი“ მომხმარებლებს საუკეთესო მოგზაურობისთვის ინტერნეტ პაკეტებს სთავაზობს

Travel eSIM – „სელფი მობაილი“ მომხმარებლებს საუკეთესო მოგზაურობისთვის ინტერნეტ პაკეტებს სთავაზობს

23/09/2025 14:29:00 საზოგადოება, რეკლამა

ქართულ ბაზარზე პირველად, ყველაზე ინოვაციური შეთავაზება მათთვის, ვინც მოგზაურობს – Travel eSIM, რომელიც ხელმისაწვდომია პლატფორმაზე roamingpass.geმოგზაურობის მთლიანად ახალი გამოცდილებისთვის - Travel eSIM-ის გააქტიურება უმარტივესი და უსწრაფესია, მათ შორის უკვე საზღვარგარეთ ყოფნის პერიოდშიც,- ამის შესახებ ინფორმაციას „სელფი“ ავრცელებს.

„სელფი მობაილი“ გახდა პირველი ქართული მობილური ოპერატორი, რომელმაც მოგზაურებს შესთავაზა ინოვაციური სერვისი - TraveleSIM, რომელიც სრულიად ცვლის ქართულ ბაზარზე მოგზაურებისთვის გამოცდილებას.

მოგზაურებისთვის განსაკუთრებული კომფორტის უზრუნველსაყოფად შექმნილია ოთხი სხვადასხვა პაკეტი, თუმცა ყველა მათგანი მოიცავს სრულიად უფასო წვდომას Google Maps, WhatsApp და Messenger აპლიკაციებზემაშინაც კიროდესაც პაკეტზე ინტერნეტი ამოწურულიაEuropePass 2GB – ₾15; EuropePass 7GB – ₾40; ContinentalPass 2GB – ₾20; ContinentalPass 7GB – ₾60.

არჩეული პაკეტი მომხმარებელს Travel eSIM-ის შეძენისთანავე ერთვებადა 14 დღის განმავლობაში, ან ამოწურვამდე ის სარგებლობს სწრაფი და ხელმისაწვდომი როუმინგით.

სერვისის შესაძენად ეწვიეთ: roamingpass.ge; გადახდა შესაძლებელია საბანკო ბარათით, ასევე Apple Pay დაGoogle Pay-ით, რაც პროცესს კიდევ უფრო მარტივსა და მოქნილს ხდის.

„სელფი მობაილი“ კვლავაც ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას ინოვაციების დანერგვაში და მომხმარებლებისთვის თანამედროვე, მოქნილი და მარტივი ციფრული სერვისების შეთავაზებაში. ახალი Travel eSIM-ი შეიქმნა იმ ადამიანებისთვის, ვისაც უყვარს მოგზაურობა და სურს მსოფლიოს მასშტაბით სანდო და ხელმისაწვდომი ინტერნეტით სარგებლობა.Travel eSIM-ი მოგზაურობას მაქსიმალურად კომფორტულსა და ხელმისაწვდომს ხდის, სერვისის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელია პროცედურის უმარტივესი სტრუქტურა -მომხმარებელი საშუალოდ 30 წამში ასრულებს სრულპროცესს, მიუხედავად იმისა, საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება თუ საზღვარგარეთ“, - აცხადებს თეკლე ცხვედიანი, „სელფი მობაილის“ მობილური საბითუმო ბიზნესის განვითარების განყოფილების ხელმძღვანელი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S