Accentnews.ge
“ქართულ-ამერიკული რესპუბლიკური ალიანსის” თავმჯდომარემ მხარდაჭერა გამოუცხადა წარმოშობით უკრაინელს, რომელიც ნიუ-იორკში, ბრუკლინის “რესპუბლიკური” პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატია

“ქართულ-ამერიკული რესპუბლიკური ალიანსის” თავმჯდომარემ მხარდაჭერა გამოუცხადა წარმოშობით უკრაინელს, რომელიც ნიუ-იორკში, ბრუკლინის “რესპუბლიკური” პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატია

19/09/2025 19:54:00 პოლიტიკა

ქართულ-ამერიკული რესპუბლიკური ალიანსის (GARA USA) თავმჯდომარემ, ნიკოლოზ ჩხეიძემ, მხარდაჭერა გამოუცხადა წარმოშობით უკრაინელ სვეტლანა ზელინსკაიას, რომელიც ნიუ-იორკში, ბრუკლინის "რესპუბლიკური" პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატია. 

სვეტლანა ზელენსკაია არასამთავრობო ორგანიზაცია «Brooklyn New Wave Civic Coalition”-ის დამფუძნებელი და პრეზიდენტია.   

როგორც “აქცენტს” ნიკოლოზ ჩხეიძემ განუცხადა, „სვეტლანა ზელინსკაიას მხარდაჭერა მისთვის მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება არ არის — ეს არის სიმბოლური ნაბიჯი აშშ-ში ქართული და უკრაინული დიასპორების  ხანგრძლივი მეგობრობის, საერთო ღირებულებებისა და ერთმანეთისადმი სოლიდარობის დასტურად“.

მისივე თქმით, ქართულ-ამერიკულ რესპუბლიკურ ალიანსს ყოველთვის აქვს პრინციპული მიდგომა ლიდერობისა და ღირებულებების შეფასებაში. 

“სვეტლანა ზელინსკაია გამოირჩევა სიძლიერითა და ურყევი ერთგულებით იმ იდეალებისადმი, რომლებიც ჩვენი საზოგადოების განვითარების საფუძველია. როგორც ემიგრანტი, რომელმაც თავად გაიარა ყველა გამოწვევა და წარმატებას მიაღწია, ის ცხადად აცნობიერებს ჩვენი მრავალფეროვანი საზოგადოების საჭიროებებს. სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ მას“ – განუცხადა “აქცენტს” ნიკოლოზ ჩხეიძემ. 

რაც შეეხება თავად GARA USA - ს, როგორც ნიკოლოზ ჩხეიძე გვიყვება,  “ქართულ-ამერიკული რესპუბლიკური ალიანსი” წარმოადგენს პირველ ქართულ პოლიტიკურ გაერთიანებას ამერიკაში”.

ის აღნიშნავს, რომ ალიანსის მიზანი არაა მხოლოდ ემიგრაციის გაერთიანება, არამედ ამერიკულ საზოგადოებასთან თანამშრომლობის გაღრმავება და ქართული სახელმწიფოს ინტერესების დაცვა საერთაშორისო ასპარეზზე. 

ის ასევე დასძენს, რომ ორგანიზაციის ერთ-ერთი მიზანია, რაც შეიძლება მეტი წარმოშობით ქართველი ვიხილოთ ამერიკულ პოლიტიკაში.  

“გასულ წელს ჩვენმა ორგანიზაციამ მონაწილეობა მიიღო ნიუ-იორკის შტატის ასამბლეისა და სენატის არჩევნებში, ჩვენს მიერ მხარდაჭერილმა ორმა კანდიდატმა გამარჯვება მოიპოვა. ხოლო მიმდინარე წელს მონაწილეობა მივიღეთ ქალაქის საბჭოს არჩევნებში, სადაც ასევე გაიმარჯვა ჩვენს მიერ მხარდაჭერილმა გუნდის წევრმა. აქვე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ჩვენი ორგანიზაციის წევრები წარმოადგენილნი არიან ნიუ-იორკის საარჩევნო კომისიაშიც“ - აცხადებს ჩხეიძე. 

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, როგორც ნიკოლოზ ჩხეიძე აცხადებს, ორგანიზაციას აქვს გრძელვადიანი ხედვა, რომლის ფარგლებშიც: ალიანსი გეგმავს გააღრმავოს კავშირები ამერიკელ კანონმდებლებთან და პოლიტიკურ ინსტიტუტებთან, მიზანი საქართველოს დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და დემოკრატიული განვითარების მხარდაჭერაა აშშ-ის ხელისუფლების მაღალ დონეებზე. ახალგაზრდა თაობის ჩართვა – ორგანიზაცია დიდ მნიშვნელობას ანიჭებს წარმოშობით ქართველი,  ახალი თაობის  განათლებას, მათი პოლიტიკური ცნობიერების ამაღლებასა და საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართულობას. საზოგადოებრივი დიპლომატიის გაძლიერება – უფრო აქტიური მუშაობა მედიასთან, უნივერსიტეტებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ანალიტიკურ ცენტრებთან, რისი მიზანიც, საქართველოსთან დაკავშირებით ამერიკულ საზოგადოებაში მეტი ცნობადობის შექმნაა.    

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S