Accentnews.ge
საბა ბუაძემ პარტია “ლელო” დატოვა

საბა ბუაძემ პარტია “ლელო” დატოვა

16/09/2025 18:11:00 პოლიტიკა

საბა ბუაძემ პარტია “ლელო” დატოვა. ბუაძის გადაწყვეტილება უკავშირდება პარტიის პოზიციას თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით.

ბუაძემ რამდენიმე კვირის წინ დატოვა პოლიტიკური საბჭო და პარტიის თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტი. როგორც წერს, პარტიის ლიდერების, მამუკა მდინარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ციხიდან გამოსვლამდე პარტიის რიგით წევრად მხოლოდ სიმბოლურად რჩებოდა.

“როგორც იცით, 5 ივლისს მივიღე გადაწყვეტილება ლელოში პარტიული თანამდებობების დატოვების შესახებ და რიგით წევრად დავრჩი იქამდე, სანამ მამუკა და ბადრი საპატიმროს არ დატოვებდნენ (ცხადია, რიგით წევრად დარჩენა სიმბოლური იყო). დღეს უკვე მამუკა და ბადრი თავისუფლები არიან, შესაბამისად, მინდა გითხრათ, რომ სრულად დავტოვე ლელო.

მინდა მადლობა გადავუხადო მამუკას, ბადრის და სხვა ჩემს მეგობრებს, რომლებთან ერთადაც 6 წლის წინ დავაფუძნეთ ლელო. ხედვებს შორის სხვაობის მიუხედავად, ლელოში ვტოვებ ბევრ მეგობარს, რომლებთან ერთადაც პოლიტიკური ბრძოლა ჩემთვის მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო.

რა თქმა უნდა, ვრჩები პოლიტიკაში და ვაგრძელებ თანამოაზრეების ძებნას იმისთვის, რომ ერთად შევქმნათ ისეთი ალტერნატივა, რომელიც ქართულ პოლიტიკაში გაბატონებულ ისტერიას საღი აზრით ჩაანაცვლებს”, – წერს ბუაძე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S