
"თიბისი" მომხმარებელს დისტანციური მომსახურებით სარგებლობას ურჩევს
10/03/2020 11:42:19 ეკონომიკა
"თიბისი ბანკი" მომხმარებლებს ურჩევს, დისტანციურად შეასრულონ საბანკო ოპერაციები.
ბანკის ინფორმაციით, "თიბისის" ტრანზაქციების 95% ფილიალში მისვლის გარეშე ხორციელდება, შესაბამისად, ბანკს აქვს რესურსი მომხმარებელს ონლაინარხების საშუალებით სრულყოფილი მომსახურება გაუწიოს.
"თიბისის" დისტანციური არხების - მობაილ და ინტერნეტბანკის დახმარებით შესაძლებელია სწრაფად და მარტივად შემდეგი ტრანზაქციების განხორციელება:
-თანხის გადარიცხვა ანგარიშის ან მობილურის ნომრით;
- კომუნალური გადასახადების გადახდა სახლიდან გაუსვლელად;
- საბანკო ბარათის შეკვეთა ან განახლება და ნაღდი ფულის გამოყენების გარეშე გადახდა;
- ბარათის პინ-კოდის აღდგენა;
- ბარათის დაბლოკვა ან ბლოკის მოხსნა;
- საპატრულო და პარკინგის ჯარიმების გადახდა;
- უცხოურ ვალუტაში თანხის კონვერტირება საუკეთესო კურსით;
- სესხის აღება ან დეპოზიტის გახსნა