Accentnews.ge
დონალდ ტრამპი: თუ ამერიკის დროშას დაწვავთ, ერთი წლით ციხეში წახვალთ

დონალდ ტრამპი: თუ ამერიკის დროშას დაწვავთ, ერთი წლით ციხეში წახვალთ

25/08/2025 19:55:00 მსოფლიო

თუ ამერიკის დროშას დაწვავთ, ერთი წლით ციხეში წახვალთ , - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ოვალურ კაბინეტში განაცხადა.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც იმ პირების მიმართ, რომლებიც აშშ-ის დროშას დაწვავენ, პატიმრობას ითვალისწინებს.

„დროშებს მთელი ქვეყნის მასშტაბით წვავენ. აშშ-ის დროშებს მთელ მსოფლიოში წვავენ და ძალიან საბრალო სასამართლომ, 5 ხმით 4-ის წინააღმდეგ, ამას სიტყვის თავისუფლება უწოდა. როდესაც ამერიკის დროშას წვავენ, ეს ისეთი დონის არეულობას იწვევს, რომელიც აქამდე არასდროს გვინახავს“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

დონალდ ტრამპის აღმასრულებელი ბრძანების თანახმად, აშშ-ის დროშის დაწვის შემთხვევებს გენერალური პროკურორი, პემ ბონდი განიხილავს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S