
მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში გერმანია უკრაინისთვის ყოველწლიურად 9 მილიარდ ევროს გამოყოფს
25/08/2025 19:20:00 მსოფლიო
გერმანიის ფინანსთა მინისტრისა და ვიცე-კანცლერის, ლარს კლინგბეილის განცხადებით, გერმანია, ევროპელ პარტნიორებთან ერთად, უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებლობას აიღებს და მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში ყოველწლიურად 9 მილიარს ევროს გამოყოფს.
„როგორც ფინანსთა მინისტრმა, მე ნათლად განვაცხადე – და ეს შეთანხმებულია ფედერალური მთავრობის მიერ – რომ ჩვენ უკრაინას, მომდევნო წლების განმავლობაში, ყოველწლიურად 9 მილიარდ ევროს გამოვუყოფთ”, – განაცხადა მან ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას.
მისი თქმით, უკრაინა აუცილებლად უნდა იყოს ჩართული სამშვიდობო მოლაპარაკებებში და მოლაპარაკებების პროცესი ცეცხლის შეწყვეტით უნდა დაიწყოს. როგორც ლარს კლინგბეილმა აღნიშნა, „ახლა ბურთი პუტინის მოედანზეა, მაგრამ ვერ ვხედავ იმას, რომ პუტინი აზრს შეიცვლის და ნამდვილ სამშვიდობო მოლაპარაკებებს მოისურვებს“.