
ნორვეგიის პრემიერი: უკრაინას 8.45 მილიარდ დოლარს გამოვუყოფთ
25/08/2025 16:33:00 მსოფლიო
ნორვეგია გააგრძელებს უკრაინის დახმარებას და 2025-2026 წლებში 8.45 მილიარდ აშშ დოლარს გამოუყოფს, - ამის შესახებ ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა, იონას გარ სტორემ კიევში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“დღეს, ბატონო პრეზიდენტო, გამოვაცხადე, რომ ნორვეგიის მხრიდან უკრაინისადმი მაღალი დონის მხარდაჭერა 2025-2026 წლებშიც გაგრძელდება. ეს ითვალისწინებს 8.45 მილიარდი დოლარის გამოყოფას“, - აღნიშნა ნორვეგიის პრემიერმა.
მისი თქმით, უკრაინის უსაფრთხოების ყველაზე ეფექტური გარანტია მისი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაა.
„ხელს შევუწყობთ Patriot-ის ორი სისტემის მიწოდებას, რომელთა თანადაფინანსებასაც ვახორციელებთ. გავაკეთებთ ყველაფერს, რაც ჩვენს ძალებშია, რათა დაგეხმაროთ თავის დაცვაში“, - აღნიშნა ნორვეგიის პრემიერმა.