Accentnews.ge
„მთლიანად დისტანციურ მომსახურებაზე გადასვლა ამ ეტაპზე არ განიხილება, თუმცა საჭიროების შემთხვევაში შესაბამისად ვიმოქმედებთ“

„მთლიანად დისტანციურ მომსახურებაზე გადასვლა ამ ეტაპზე არ განიხილება, თუმცა საჭიროების შემთხვევაში შესაბამისად ვიმოქმედებთ“

10/03/2020 10:13:58 ეკონომიკა

„საქართველოს ბანკის“ განცხადებით, ახალი ტიპის კორონავირუსის გამო მთლიანად დისტანციურ მომსახურებაზე გადასვლის საკითხი ამ ეტაპზე არ განიხილება, თუმცა საჭიროების შემთხვევაში იგი შესაბამის ზომებს მიიღებს.

„საქართველოს ბანკის“ სერვისების მიღება შესაძლებელია დისტანციურად, როგორც მობილბანკის, ასევე ინტერნეტ–ბანკის საშუალებით. ყოველდღიური ტრანზაქციების 93% სწორედ ციფრული არხებით ხორციელდება. რაც შეეხება ბანკის მთლიანად დისტანციურ მომსახურებაზე გადასვლას, ამ ეტაპზე ეს საკითხი არ განიხილება, თუმცა ვაკვირდებით მიმდინარე პროცესებს და თუკი დადგება ამის საჭიროება, შესაბამისად ვიმოქმედებთ“, - განუცხადეს „აქცენტს“ "საქართველოს ბანკში".

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 15 შემთხვევაა დადასტურებული. ქვეყანაში ახალი კორონავისრუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა. ვირუსი საქართველოს მოქალაქეს დაუდგინდა, რომელიც აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. კორონავირუსის მეორე შემთხვევა ქვეყანაში 28 თებერვალს დადასტურდა. ვირუსი იტალიიდან ჩამოსულ მოქალაქეს დაუდგინდა. კორონავირუსის მესამე შემთხვევა, 29 თებერვალს დაფიქსირდა, ვირუსი საქართველოს მოქალაქეს დაუდგინა, რომელიც ირანში იმყოფებოდა. ვირუსის მეოთხე შემთხვევა 5 მარტს დილით დადასტურადა, ის იტალიიდან ჩამოსულ 44 წლის მამაკაცს დაუდგინდა, რომელიც ქვეყანაში 1 მარტს ჩამოვიდა, შემდეგ განუვითარდა ტემპერატურა და თავად მიმართა ინფექციურ საავადმყოფოს. 5 მარტს დღის ბოლოს კორონავირუსი მასთან კონტაქტში მყოფ 5 პირს დაუდგინდა. ბოლო 6 ინფიცირებული ორი ოჯახის წევრები არიან, რომლებიც იტალიაში ერთად იმყოფებოდნენ. 7 მარტს „COVID-19“კიდევ ოთხ ადამიანს დაუდასტურდა, ოთხივე მათგანს მეოთხე პაციენტთან ჰქონდა კონტაქტი. მე–14 ინფიცირებულს მე–4 ინფიცირებულთან ჰქონდა კონტაქტი. მე–15 დაავადებული კი საქართველოში ესპანეთიდან ჩამოვიდა.

15 ინფიცირებული პაციენტიდან 14 თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული, 1 კი – საჩხერის კლინიკაში.

ცნობისთვის: ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით („COVID-19“) გარდაცვალების შემთხვევები მკვეთრად მცირდება, ქვეყნის საზღვრებს გარეთ კი იზრდება. ბოლო მანაცემებით, გასული დღე–ღამის განმავლობაში ქვეყანაში „COVID-19“–ს 17 ადამიანი ემსხვერპლა და 19 დაინფიცირდა. საერთო ჯამში სახელმწიფოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 3,136–ს მიაღწია, ინფიცირებულია 80,754 ადამიანი.

ჩინეთის საზღვრებს გარეთ, „COVID-19“–ით ინფიცირებულთა და დაღუპულთა რაოდენობა იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის იტალიაში, ირანსა და სამხრეთ კორეაშია.

მსოფლიოში "COVID-19"–მა 4000–ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდნობამ კი 113 000–ს გადააჭარბა. 64 000–მდე ინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S