Accentnews.ge
საქსტატი – 2019 წელს საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 0.2%–ით გაიზარდა

საქსტატი – 2019 წელს საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 0.2%–ით გაიზარდა

10/03/2020 08:12:14 ეკონომიკა

სტატისკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) წინასწარი მონაცემებით, 2019 წელს წინა წელთან შედარებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 0.2%-ით გაიზარდა და დაახლოებით 1.2 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.

2019 წელს ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესიტიცია შემდეგი ქვეყნებიდან შემოვიდა:

  • გაერთიანებული სამეფო – 247.8 მლნ აშშ დოლარი
  • თურქეთი – 236.5 მლნ აშშ დოლარი
  • ირლანდია – 132.7 მლნ აშშ დოლარი
  • აშშ – 99 მლნ აშშ დოლარი
  • პანამა – 78.1 აშშ დოლარი

ყველაზე დიდი მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო სექტორში განხორციელდა და 261.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. მეორე ადგილზეა ენერგეტიკის სექტორი 193.9 მლნ აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე – სასტუმროების და რესტორნების სექტორი 157.5 მლნ. აშშ დოლარით.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S