Accentnews.ge
ზელენსკი: უკრაინის კონსტიტუცია კრძალავს ტერიტორიების დათმობას ან მიწებით ვაჭრობას

ზელენსკი: უკრაინის კონსტიტუცია კრძალავს ტერიტორიების დათმობას ან მიწებით ვაჭრობას

17/08/2025 20:50:00 მსოფლიო

ბრიუსელში შედგა ორმხრივი შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ევროკომისიის პრეზიდენტ ურზულა ფონ დერ ლაიენს შორის.

როგორც შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა უკრაინის პრეზიდენტმა, ძალზე მნიშვნელოვანია, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ვაშინგტონში ორშაბათისთვის დაგეგმილ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ ევროპელი ლიდერებიც. დღეს ევროპის რამდენიმე ლიდერმა გამოთქვა მზადყოფნა, ზელენსკის წაჰყვეს ვაშინგტონში ტრამპთან შეხვედრაზე.

„პუტინს ბევრი მოთხოვნა აქვს, რომელთაგან ჩვენთვის ყველა არ არის ცნობილი. თუ სია ისეთი გრძელია, როგორც მოვისმინეთ, ყველას განხილვას დრო დასჭირდება. ეს იარაღის ზეწოლით არ შეიძლება გაკეთდეს. ამიტომ, აუცილებელია ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა და საბოლოო შეთანხმების სწრაფად ხელმოწერა. ამაზე ვაშინგტონში ვისაუბრებთ“, თქვა ზელენსკიმ.

მისი სიტყვებით, საჭიროა რეალური მოლაპარაკებები, რომელიც შეიძლება დაიწყოს იქ, სადაც ახლა გადის ფრონტის ხაზი. „უკრაინის კონსტიტუცია კრძალავს ტერიტორიების დათმობას ან მიწებით ვაჭრობას,“ დასძინა მან. მედიაში გავრცელებული ცნობების თანახმად, 15 აგვისტოს ალასკაში დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა კიევისგან დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებიდან ჯარების გაყვანა მოითხოვა.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ძალზე მნიშვნელოვანია, აშშ დათანხმდეს ევროპასთან თანამშრომლობას უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველსაყოფად. მისი თქმით, უკრაინა მადლიერია აშშ-ის პრეზიდენტის ასეთი სიგნალისთვის.

თავის გამოსვლაში ზელენსკიმ კვლავ ისაუბრა უკრაინისთვის გარანტიების მინიჭების მნიშვნელობაზე და დასძინა: „ჩვენ გვჭირდება, რომ გარანტიები პრაქტიკაში მოქმედებდეს - ისევე, როგორც ნატოს ქარტიის მე-5 მუხლი“. ზელენსკის თქმით, უკრაინის ევროკავშირში წევრობა ასევე იქნება უსაფრთხოების გარანტიების ნაწილი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S