„გორჩაკოვის ფონდი აცხადებს სტაჟირების პროგრამაზე განაცხადების მიღებას შემდეგი მიმართულებებით: მედიცინა, ბირთვული ტექნოლოგიები და საერთაშორისო ურთიერთობები. აღნიშნული პროგრამა ახალგაზრდა პროფესიონალებს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება არჩეულ სფეროში და დაამყარონ პროფესიული კონტაქტები. არ გაუშვათ ხელიდან შანსი, მიიღოთ მონაწილეობა კონკურსში და წვლილი შეიტანოთ საერთაშორისო დიალოგის განვითარებაში!“ - წერია განცხადებაში.
ტრენინგები ეტაპობრივად გაიმართება, 20 ოქტომბერს დაიწყება და 15 დეკემბერს დასრულდება.
„ორგანიზატორები ფარავენ მონაწილეთა მგზავრობისა და განთავსების ყველა ხარჯს, ასევე გარანტიას იძლევიან სტიპენდიის გადახდას პროგრამაში მონაწილეობის მთელი პერიოდის განმავლობაში“, - აღნიშნულია განცხადებაში.
„გორჩაკოვის ფონდს“ ქართველი ახალგაზრდების ყურადღების მიქცევა მანამდეც უცდია. 2018 წელს თბილისში „საქართველოს რუს ახალგაზრდათა კავშირის“ მიერ ორგანიზებული „ახალგაზრდა ლიდერების ფორუმი“ უნდა გამართულიყო, თუმცა ჩაიშალა მაშინ „საქართველოს რუს ახალგაზრდათა კავშირმა“ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვით, ფორუმის მომზადების პროცესში წააწყდნენ „ორგანიზატორების მიმართ არამოტივირებულ აგრესიას ცალკეული პირების და მედიის მხრიდან, რაც მიმართულია ღონისძიების ჩაშლისკენ“.