
„ევროპული საქართველოს“ სახელით შემიძლია გითხრათ, რომ მიღწეული შეთანხმების შესრულება პოლიტიკურ ბოიკოტს მოხსნის"
09/03/2020 12:45:42 საშინაო პოლიტიკა
„ევროპული საქართველოს“ სახელით შემიძლია გითხრათ, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საარჩევნო სისტემის თაობაზე მიღწეული შეთანხმების შესრულება პოლიტიკურ ბოიკოტს მოხსნის", – ამის შესახებ პარტიის წევრმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.
"როცა ეს შესრულდება და ჩვენ ამას დავინახავთ, რომ არსებითად სრულდება, მე იმედი მაქვს, რომ ეს მოხდება, მაშინ, რა თქმა უნდა, პოლიტიკური ბოიკოტი მოიხსნება. ჩვენ ძალიან დაინტერესებული ვართ პრაგმატულადაც პარლამენტში შესვლაზე იმიტომ, რომ ჩემი აზრით, „ოცნებიდან“ ჩვენ ოპონენტებზე უკეთ ვიყენებთ ტრიბუნას და თან ქვეყნისთვის ნორმალური ამბავია, რომ პარლამენტში იყოს დისკუსია“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
ცნობისთვის: ოპოზიცია და მმართველი გუნდი საარჩევნო მოდელზე გუშინ შეთანხმდა.