
Flitt პირველი ფინტექ კომპანიაა საქართველოში, რომელმაც Visa-ს სრული PayFac სერტიფიკატი მიიღო
01/08/2025 17:34:00 ეკონომიკა, რეკლამა
თიბისის წევრი ფინტექ კომპანია Flitt პირველია საქართველოში, რომელმაც Visa-ს სრული გადახდის ფასილიტატორის (PayFac) სერტიფიკატი მიიღო.
Visa-ს სრულ PayFac სერტიფიკატს იღებენ მხოლოდ ის კომპანიები, რომლებიც აკმაყოფილებენ კომპანიის მაღალ ტექნიკურ, იურიდიულ და ფინანსურ მოთხოვნებს. ასეთი კომპანიებისგადახდების პლატფორმა უნდა იცავდეს PCI DSS-ის უსაფრთხოების სტანდარტებს, ეფექტურად მართავდეს რისკებს და უზრუნველყოფდესმომხმარებლის მონაცემთა დაცვას.
აღნიშნული სერტიფიკატით, კომპანია აღიარებულია, როგორც დამოუკიდებელი გადახდების ოპერატორი Visa-ს გლობალურ ქსელში და აღარ არის უბრალოდ შუამავალი. მასშეუძლია მართოს გადახდების პროცესი დამოუკიდებლად, ყოველგვარი გარე შეზღუდვის გარეშე. ასევე, მოემსახუროს ბიზნესების კიდევ უფრო ფართო სპექტრს და არსებულ მერჩანტებსშესთავაზოს გადახდების მიღების უფრო სწრაფი, მარტივი და ტექნოლოგიურად გამართული პროცესი. Flitt მერჩანტებს სრულად ონლაინ, რამდენიმე წუთში არეგისტრირებს და მათ გადახდების მიღების დაწყება დარეგისტრირებისთანავე შეუძლიათ.
სერტიფიცირების პროცესის ფარგლებში, Flitt-მა გაიარა რამდენიმე კრიტიკული მიმართულების დეტალური შემოწმება და შეფასება, რომელიც მოიცავდა: ტექნიკური უსაფრთხოების სტანდარტებთან შესაბამისობის შემოწმება, მათ შორის PCI DSS მოთხოვნებთან; კომპანიაში არსებული რისკების მართვის ჩარჩოს და პროცედურების ეფექტიანობის შეფასებას, ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის (AML) პოლიტიკა/პროცედურების შესაბამისობას საერთაშორისო სტანდარტებთან, მერჩანტთარეგისტრაციის და ტრანზაქციების მონიტორინგის ეფექტიანობას. აღნიშნული პროცესის წარმატებით გავლა ადასტურებს Flitt-ის პროცესების სრულ შესაბამისობას საერთაშორისო სტანდარტებთან და Visa-ს მოთხოვნებთან.
სერტიფიცირების შედეგად, Flitt-ს უკვე აქვს შესაძლებლობა:
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა ჩვენი კომპანიისთვის. მიუხედავად იმისა, რომ Flitt ახალია, ჩვენშევძელით პირველებს მიგვეღო ესსერტიფიკატი საქართველოში, რაცადასტურებს, რომ ჩვენი ფინანსურისერვისები სიმარტივისა დაინოვაციურობის გარდა არის უსაფრთხოდა სანდო” ,- გიორგი ქუთათელაძე, Flitt-ის CE0.
Visa-ს სრული PayFac სერტიფიკატის მიღებით, Flitt კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს დგამს იმ მიმართულებით, რომ ფინანსური ტექნოლოგიებით უპასუხოს მომხმარებლების ყოველდღიურ საჭიროებებს და გაამარტივოს გადახდების გამოცდილება ქვეყნის მასშტაბით.მიუხედავად სწრაფი ზრდისა, კომპანია მუდმივად მუშაობს ხელმისაწვდომობის ზრდის მიმართულებით და მაღალი სტანდარტებით იცავს უსაფრთხოების და სანდოობის კრიტერიუმებს, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია გადახდების სერვისის მომწოდებლებისთვის.