
„საქართველოს ბანკის“ და კომაროვის სკოლის STEM ოლიმპიადის გამარჯვებული თავისუფალი სკოლის გუნდი გახდა
01/08/2025 17:18:00 საზოგადოება, რეკლამა
„საქართველოს ბანკისა“ და კომაროვის სკოლის თანამშრომლობით STEM ოლიმპიადის მეორე სეზონი წარმატებით დასრულდა. წლევანდელ ოლიმპიადაში პირველი ადგილი თბილისისთავისუფალი სკოლის გუნდმა დაიკავა, რომლის შემადგენლობაშიც შედიან: ანდრია პაპუაშვილი, ლიზაშალიკაშვილი, ლუკა უფლისაშვილი, თეკლა თენიეშვილი, ლუკა დუდაური.
„STEM მიმართულებაგანსაკუთრებულადმნიშვნელოვანია თანამედროვემსოფლიოში, სწორედ ეს სფეროებიქმნიან იმ ახალ ტექნოლოგიებსა დაგადაწყვეტებს, რომლებიც ჩვენსყოველდღიურ ცხოვრებასაუმჯობესებენ. თეორიული ცოდნისადა პრაქტიკული გამოცდილებისკომბინაციით იზრდებიან მომავალიინჟინრები, პროგრამისტები, მეცნიერები, რომლებიც შეცვლიანსამყაროს”, - აღნიშნავს ლაშანიშნიანიძე, გუნდის მენტორი.
ოლიმპიადამდე გუნდები აქტიურად ემზადებოდნენ, როგორც თეორიულად, ისე პრაქტიკულად, თავისუფალი სკოლის გუნდმა გამარჯვებამდე საკმაოდ ბევრი იშრომა:
„მზადება იყო ინტენსიური, მიზანმიმართული და შთამბეჭდავი. სკოლის გაკვეთილებისდასრულების შემდეგ გუნდიმუდმივად მეცადინეობდა, ფინალისდღემდე მოსწავლეებიყოველდღიურად ემზადებოდნენ, დილის 10 საათიდან გვიან ღამემდეცკი, თანაც ამას დიდი ენთუზიაზმითაკეთებდნენ. მზადების ძირითადინაწილი უკავშირდებოდა რთულიტექნიკური დავალებების გადაჭრას, ცოდნის გამყარებასა და გუნდურიმუშაობის დახვეწას. ყოველთვისგანსხვავებულ და კომპლექსურდავალებებს ვაძლევდი. ისინიისხდნენ, ფიქრობდნენ, კოდსწერდნენ, წრედებს აწყობდნენ, დაშვებულ შეცდომებს ასწორებდნენ- ასეთი თავდადება და შეუპოვრობაგახდა წარმატების მთავარი ფაქტორი“, - ამბობს ლაშა ნიშნიანიძე.
გადამწყვეტი მნიშვნელობა ფინალურ პროექტს ჰქონდა, ამ ეტაპზე გუნდები დამოუკიდებლად და ინოვაციურად უნდა გამკლავებოდნენ პრაქტიკულ დავალებას:
„როდესაც ოლიმპიადა დაიწყო, მალევე შეგვატყობინეს მთავარიდავალება - საგულშემატკივროჰოლში დაიდო ლიფტისკონსტრუქციის მაკეტი. სწორედ ამტიპის სისტემაზე უნდა ემუშავათმონაწილეებს. პროექტი იყოკომპლექსური დამაღალტექნოლოგიური, თუმცა ჩემიმოსწავლეებისთვის ეს სიახლე არყოფილა: მრავლად ჰქონდათნამუშევარი მსგავს ელექტრონულკომპონენტებზე, სენსორებზე, ძრავებზე. მჯეროდა, რომ დავალებასკარგად შეასრულებდნენ. სირთულემაინც არსებობდა — ტექნიკურიდეტალების ზუსტი შესრულება, დროის შეზღუდვა და კონკურენციისმაღალი დონე “, - აღნიშნავს ლაშა.
პირველი ადგილის მოპოვების შთაბეჭდილებები გაგვიზიარეს გუნდის წევრებმაც:
„STEM ოლიმპიადაში მონაწილეობაცკი ძალიან დიდი გამოცდილება იყოჩემთვის, ოლიმპიადისგანმავლობაში ვსწავლობდით ბევრისეთ დეტალს, რომელიცყოველდღიურ ცხოვრებაში ძალიანგამოსადეგი იყო. სიტყვებითრთულია იმის აღწერა, რასაცმოგებისას განვიცდიდი, ბედნიერადმახსენდებოდა დღეები, როდესაცმთელი დღე ვისხედით დავვარჯიშობდით”, - ლუკაუფლისაშვილი.
„ამ პროექტმა გვასწავლა, როგორგადავაქციოთ იდეა რეალურშედეგად. გუნდურად მუშაობა, პრობლემების ანალიზი დაგადაწყვეტილებების პოვნა - ესუნარები მომავალში აუცილებლადგამოგვადგება, როგორც სწავლის, ისეპროფესიული განვითარების გზაზე”,- ლუკა დუდაური.
საქართველოს ბანკი საგანმანათლებლო შესაძლებლობების შექმნას აქტიურად განაგრძობს მათთვის, ვინც არ ჩერდება, ცნობისმოყვარეა, აინტერესებს, ეძებს და ცდილობს, მეტი ისწავლოს. სწორედ ასეთი ახალგაზრდები ქმნიან უკეთეს მომავალს ქვეყნისთვის. STEM მიმართულებების წახალისებაც ამ მთავარი მიზნის ნაწილია, რაც მომავალშიც ბევრ ნიჭიერ მოსწავლეს მისცემს საკუთარი პოტენციალის გამოვლენის შესაძლებლობას.