Accentnews.ge
ე.წ. მეამბოხე დეპუტატი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საარჩევნო სისტემის თაობაზე მიღწეულ შეთანხმებას მხარს უჭერს

ე.წ. მეამბოხე დეპუტატი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საარჩევნო სისტემის თაობაზე მიღწეულ შეთანხმებას მხარს უჭერს

09/03/2020 11:26:59 საშინაო პოლიტიკა

ე.წ. მეამბოხე დეპუტატი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დაჩი ბერაია, რომელიც 2020 წლის არჩევნების სრულად პროპორციული წესით ჩატარების წინააღმდეგი იყო, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საარჩევნო სისტემის თაობაზე გუშინ მიღწეულ შეთანხმებას მხარს უჭერს.

"სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლის დროს მე არ დავუჭირე მხარი ამ საკანონმდებლო ცვლილებას ორი მიზეზის გამო: ერთი - რეგიონებს არ რჩებოდათ წარმომადგენელი პარლამენტში და მეორე, თუნდაც 49 %–იანი მხარდაჭერის შემთხვევაში ძალიან დიდი შანსი იყო ქვეყანაში შექმნილიყო სამთავრობო და პოლიტიკური კრიზისი. ამ საკანონმდებლო ცვლილებით ეს ორივე მომენტი არის დაბალანსებული - რეგიონებს ნაკლები, მაგრამ მაინც ეყოლებათ თავისი წარმომადგენელი პარლამენტში და 40- 42- 43 %–ის შემთხვევაშიც კი, ფაქტობრივად, გამორიცხულია სამთავრობო და პოლიტიკური კრიზისის რისკები. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მხარს დავუჭერ ამ კანონპროექტს“, – განაცხადა დაჩი ბერაიამ.

ცნობისთვის: ოპოზიცია და მმართველი გუნდი საარჩევნო მოდელზე გუშინ შეთანხმდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S