Accentnews.ge
ტელეკომპანიებმა "იმედმა" და საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ბაჩიაშვილის სასამართლო სხდომის გადაღების ნებართვა მიიღეს

ტელეკომპანიებმა "იმედმა" და საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ბაჩიაშვილის სასამართლო სხდომის გადაღების ნებართვა მიიღეს

30/07/2025 09:55:29 პოლიტიკა, სამართალი

თბილისის სააპელაციო სასამართლოში „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი გენერალური დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ტელეკომპანიებს "იმედსა" და საზოგადოებრივ მაუწყებელს ნება დართო გადაიღონ გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო სხდომა სააპელაციო სასამართლოში.

საქმე „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებას ეხება, რაზეც თბილისის საქალაქო სასამართლომ ბაჩიაშვილს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

სასამართლო პროცესს თავად მსჯავრდებული გიორგი ბაჩიაშვილიც ესწრება.

ეს არის პირველი შემთხვევა, მედიისთვის ახალი წესების ამოქმედების შემდეგ, როცა სხდომაზე კამერა დაუშვეს.

საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებები 27 ივნისს ძალაში შევიდა. ცვლილებებით, სასამართლოში და სასამართლოს ეზოში ფოტოსა და ვიდეოს გადაღება, აუდიოჩაწერა და ტრანსლაცია აიკრძალა, გადაღებაზე ნებართვა კი იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უნდა გასცეს.

ერთადერთი, რაც იქ დამსწრე ჟურნალისტებს შეუძლიათ, მოსმენილის და ნანახის წერაა სასამართლო სხდომების პარალელურად - ჟურნალისტებს შეუძლიათ სხდომაზე შეიტანონ ფურცელი და კალამი, კომპიუტერი და ტელეფონი. ოღონდ ტელეფონს გადასაღებად ვერ გამოიყენებენ.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი გენერალური დირექტორი, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებაში გიორგი ბაჩიაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი ბაჩიაშვილი ბრალად წარდგენილ ორ ქმედებაში დამნაშავედ ცნო, როგორც დიდი ოდენობით თანხის მითვისებაში, ისე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში.

თანხის მითვისების ნაწილში, მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, ხოლო უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში 11 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამ უკანასკნელმა 10-წლიანი სასჯელი შთანთქა და მას საბოლოოდ თავისუფლების აღკვეთა 11 წლით განესაზღვრა.

ცნობისთვის, აღნიშნულ საქმეზე გიორგი ბაჩიაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 182 -3 „ბ“ და 194 - 3 „გ“ ნაწილებით ჰქონდა წარდგენილი, რაც დიდი ოდენობით თანხის მითვისებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S