
კალათბურთელმა გიორგი ცინცაძემ ღირსების ორდენზე უარი თქვა
26/07/2025 08:50:00 პოლიტიკა, საზოგადოება
სადავო ლეგიტიმაციის პარლამენტის მიერ არჩეულმა პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენებით, ღირსების ორდენებითა და ღირსების მედლებით დააჯილდოვა კალათბურთის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლები და კალათბურთელები. ცერემონიის ამსახველი ფოტოები და ვიდეო მიხეილ ყაველაშვილის ფეისბუქგვერდზე გავრცელდა.
ღონისძიებას არ ესწრებოდა, კალათბურთელი გიორგი ცინცაძე. მან რადიო თავისუფლებას დაუდასტურა, რომ ღირსების ორდენზე უარი თქვა. რატომ? - სპორტსმენი მეტ კომენტარს არ აკეთებს და თუ მიიჩნევს, რომ მის საქციელს განმარტება დასჭირდება, საჯაროდ დაწერს.
გიორგი ცინცაძე პროევროპული დემონსტრაციების მხარდამჭერი და მონაწილეა. სატელევიზიო კომენტარებში მან ბევრჯერ გააკრიტიკა „ქართული ოცნება“ მისი პოლიტიკური ნაბიჯების გამო და დაგმო დემონსტრანტებზე სამართალდამცველების ძალადობა.
დაჯილდოებული კალათბურთელების სია
საქართველოს სახელმწიფო ჯილდო - წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით დავაჯილდოვე: გიორგი შერმადინი და თორნიკე შენგელია, „საქართველოსთვის მოპოვებულ გამარჯვებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვისო", - თქვა მიხეილ ყაველაშვილმა.
საქართველოს სახელმწიფოს აღმშენებლობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილის, სპორტული მიღწევებისა და ღირსეული სამსახურისათვის, საქართველოს სახელმწიფო ჯილდოთი, ღირსების ორდენით დაჯილდოვდნენ:
- ვიქტორ სანიკიძე;
- ლაშა გამყრელიძე;
- დავით საყვარელიძე;
- ვლადიმერ ბოისა;
- ნიკოლოზ ცქიტიშვილი;
- რატი ანდრონიკაშვილი;
- მიხეილ ბერიშვილი;
- ბექა ბექაური;
- გოგა ბითაძე;
- ბექა ბურჯანაძე;
- ნიკოლოზ გაფრინდაშვილი;
- დავით კაკუშაძე;
- გიორგი კორსანტია;
- ლუკა ლიკლიკაძე;
- ილია ლონდარიძე;
- ლუკა მაზიაშვილი;
- გიორგი ოჩხიკიძე;
- რევაზ როგავა;
- დუდა სანაძე;
- სანდრო სანაძე;
- გიორგი ტურძილაძე;
- ალექსანდრე ფევაძე;
- ოთარ ფხაკაძე;
- კახაბერ ჯინჭარაძე;
- ალექსანდრე ირაკლი მამუკელაშვილი;
- თადუს დევაინ მაქფადენი;
- მათე ხატიაშვილი;
- კამარ მალიკ ბოლდუინი;
- და ჯოზეფ ელიოტ (ჯუნიორ) თომასონი.
საქართველოს სახელმწიფოს აღმშენებლობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილის, სპორტული მიღწევებისა და ღირსეული სამსახურისათვის საქართველოს სახელმწიფო ჯილდოთი, ღირსების მედლით დაჯილდოვდნენ:
- გივი სანაძე;
- პაატა ლობჟანიძე;
- თორნიკე გოგიჩაიშვილი;
- თეიმურაზ ხვედელიძე;
- ზურაბ სულეიმანაშვილი;
- ბიაჯიო დი ჯორჯიო ჯიანიტო;
- გიორგი ბუცხრიკიძე;
- პაატა გურასპაული;
- ნინო გურული;
- გიორგი ზაბახიძე;
- თათია მიმინოშვილი;
- თამარ რუაძე;
- ნინო ხუციშვილი;
- ირაკლი პერტაია;
- ლუკა წიტაიშვილი;
- გიორგი გაჩეჩილაძე;
- ქეთევან კეკელია;
- ირინა სომოვა;
- თათია ბაციაშვილი
- და შალვა ონიანი.
„ჩვენი სპორტსმენები მაგალითს აძლევენ მომავალ თაობებს. ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და აღსანიშნავია პრემიერ-მინისტრის მხრიდან გაჟღერებული ინიციატივა, მთელი საქართველოს მასშტაბით სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებასთან დაკავშირებით", - თქვა მიხეილ ყაველაშვილმა ათონელის რეზიდენციაში გამართულ დაჯილდოების ცერემონიაზე.