
სალომე ზურაბიშვილი: მნიშვნელოვანი საუბარი მქონდა გერმანიის სახელმწიფო მინისტრთან, მან აღნიშნა, რომ საქართველო კრიტიკულ გზაგასაყარზე დგას
23/07/2025 21:02:00 პოლიტიკა
მნიშვნელოვანი საუბარი მქონდა გუნტერ კრიხბაუმთან, ევროპის საქმეებში გერმანიის სახელმწიფო მინისტრთან, მან აღნიშნა, რომ საქართველო კრიტიკულ გზაგასაყარზე დგას - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
“მნიშვნელოვანი საუბარი მქონდა გუნტერ კრიხბაუმთან, ევროპის საქმეებში გერმანიის სახელმწიფო მინისტრთან. მან ქართველი ხალხისადმი ძლიერი მხარდაჭერა გამოხატა და აღნიშნა, რომ საქართველო კრიტიკულ გზაგასაყარზე დგას - მხოლოდ მის მოქალაქეებს შეუძლიათ ქვეყნის ევროპული გზის დაცვა,” - წერს ზურაბიშვილი.