Accentnews.ge
აშშ უკრაინაში რუსეთის ომის "სუბსიდირების" გამო ჩინეთს,  ინდოეთსა და ბრაზილიას აფრთხილებს

აშშ უკრაინაში რუსეთის ომის "სუბსიდირების" გამო ჩინეთს, ინდოეთსა და ბრაზილიას აფრთხილებს

23/07/2025 20:58:00 მსოფლიო

ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა და კონგრესმენებმა კოორდინირებული იერიში მიიტანეს რუსეთის ნავთობის მყიდველებზე. მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მსგავს ქვეყნებს 100%-იანი ტარიფებით დაემუქრა, ვაშინგტონის წარმომადგენლებმა რუსეთის პარტნიორები BRICS-ის ბლოკიდან გააფრთხილეს.  

ჩინეთმა, რომელიც რუსული ნავთობის უდიდესი იმპორტიორია, უნდა „აგოს პასუხი ომის დასუბსიდირებისთვის უკრაინაში“, განაცხადა აშშ-ის ელჩმა NATO-ში მეთიუ უიტაკერმა

"ჩვენ ყველას უნდა გვესმოდეს - ჩინეთი ფიქრობს, რომ ისინი პროქსი ომში იბრძვიან რუსეთის გავლით და ჩვენ ვხედავთ ჩინეთის მთავრობის ზოგიერთ განცხადებაში, რომ მათ სურთ, აშშ და ჩვენი მოკავშირეები დაკავებულნი იყვნენ ამ ომით, რათა ვერ შევძლოთ ჩვენი სხვა სტრატეგიული გამოწვევებისთვის ყურადღების მიქცევა." - ამბობს უიტაკერი ინტერვიუში. 

თუმცა, მისი აზრით, "ეს არ მოხდება". "ვფიქრობ, ჩინეთს არასწორი გათვლა აქვს, მაგრამ საჭიროა, რომ ვამხილოთ ისინი იმ მკვლელობების სუბსიდირებისთვის, რომელიც უკრაინაში ბრძოლის ველზე ხდება," განმარტავს ის. 

უიტაკერი ასევე შეეხო აშშ-ს მხრიდან რუსული ნავთობის შემსყიდველ ქვეყნებზე მეორადი სანქციების დაწესების საკითხსაც. ცნობისთვის, ტრამპმა რუსეთს 50-დღიანი ვადა მისცა შეთანხმების მისაღწევად, წინააღმდეგ შემთხვევაში კი რუსული ნავთობის შემსყიდველ ქვეყნებს 100%-იანი "მეორადი ტარიფებით" დაემუქრა.

"უნდა გვესმოდეს, რომ ეს მეორადი სანქციები მნიშვნელოვანი იქნება. ეს დაარტყამს იმ ქვეყნებს, რომლებიც რუსულ ნავთობს ყიდულობენ, იქნება ეს ჩინეთი, ინდოეთი თუ ბრაზილია." - თქვა მან.  


მას მხარი დაუჭირა სენატორმა ლინდსი გრემმა, რომელიც ერთ-ერთი ავტორია კანონპროექტისა 500%-იან ტარიფებზე რუსეთის ენერგორესურსების მყიდველების წინააღმდეგ

„აი რას ვეტყოდი ჩინეთს, ინდოეთსა და ბრაზილიას: თუ განაგრძობთ იაფი რუსული ნავთობის ყიდვას და საშუალებას მისცემთ ამ ომს გაგრძელდეს, ჩვენ ყველაფერს გამოგაგლეჯთ და თქვენს ეკონომიკას გავანადგურებთ“, – განაცხადა გრემმა.

გრემის თქმით, ამ სამ ქვეყანაზე მოდის რუსეთის ნავთობის ექსპორტის დაახლოებით 80%, რაც „პუტინის სამხედრო მანქანას“ ინარჩუნებს.

„რასაც თქვენ [ინდოეთი, ჩინეთი და ბრაზილია] აკეთებთ, ეს სისხლიანი ფულია“, – თქვა გრემმა Fox News-ის ეთერში.  „პუტინი არ გაჩერდება, სანამ ვინმე მას არ აიძულებს გაჩერებას“, - დასძინა მან. 

ევროკავშირის მიერ რუსული ნავთობისთვის ემბარგოს შემოღების შემდეგ (2022 წლის ბოლოს) და 2025 წლის ივნისამდე პერიოდში ჩინეთმა შეიძინა რუსეთის ნავთობის ექსპორტის 47%ინდოეთმა – 38%ბრაზილიამ კი – 12%, .

ეს მონაცემები მოყვანილია ენერგეტიკისა და სუფთა ჰაერის კვლევის ცენტრის (CREA) მიერ.

მანამდე პრეზიდენტი ტრამპი ცალკე დაემუქრა BRICS-ის წევრ ქვეყნებს (ბრაზილია, ინდოეთი და ჩინეთი ბლოკის თანადამფუძნებლები არიან რუსეთთან ერთად), იმ შემთხვევაში, თუ ისინი „ანტიამერიკულ პოლიტიკას“ გაატარებენ.

გუშინ აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა განაცხადა, რომ აპირებს რუსული ნავთობის ყიდვისთვის ტარიფების საკითხი შეიტანოს ჩინეთთან სავაჭრო შეთანხმების განხილვაში და მოუწოდა ევროპასაც გამოიყენოს ეს როგორც იარაღი.

„ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც ყიდულობს სანქცირებულ რუსულ ნავთობს, შეიძლება დაეკისროს 100%-იანი ტარიფები", – დასძინა მან. 


ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S