
ინდოეთის უმსხვილესმა კომპანიამ რუსული ნავთობის ალტერნატივის ძიება დაიწყო
23/07/2025 20:14:00 მსოფლიო
Reliance Industries, ინდოეთის უმსხვილესი კერძო კონგლომერატი, რომელმაც ბოლო წლების განმავლობაში რუსეთი ნედლი ნავთობის მთავარ მიმწოდებლად აქცია, დივერსიფიკაციის გზას ადგას.
ეს გადაწყვეტილება ხდება იმ ფონზე, როცა აშშ რუსული ნავთობის მყიდველებს 100%-იანი ტარიფებით ემუქრება, ხოლო ევროკავშირი აძლიერებს სანქციებს – მათ შორის კრძალავს იმ ნავთობპროდუქტების იმპორტს, რომლებიც რუსული ნავთობისგან არის მიღებული, თუნდაც ის სხვა ქვეყანაში იყოს გადამუშავებული.
Reliance-მა უკვე შეიძინა პრემიუმ კატეგორიის ნავთობის პარტია აბუ-დაბიდან – რაც კომპანიის პრაქტიკაში იშვიათია – და ზრდის ინტერესს სხვა რეგიონების, მათ შორის ქუვეითისა და საუდის არაბეთის საწვავზე.
იმ ფონზე, როცა რუსეთის Urals-ის ტიპის ნავთობი აღარ არის სტაბილური წყარო და Nayara Energy (რომლის ნახევარზე ნაკლებ წილს „როსნეფტი“ ფლობს) დაექვემდებარა სანქციურ ზეწოლას, ინდოეთის სახელმწიფო ნავთობკომპანიებიც იწყებენ რუსულ კომპანიებთან კავშირის გადახედვას, - წერს Bloomberg-ი.