Accentnews.ge
ადვოკატი: ვიდეოს, რომლის გამოც ზვიად ცეცხლაძეს ედავებიან, რომ დანაშაულს სჩადის, რადგან ვიღაცას რაღაცას მოუწოდებდა, ხმა არ აქვს

ადვოკატი: ვიდეოს, რომლის გამოც ზვიად ცეცხლაძეს ედავებიან, რომ დანაშაულს სჩადის, რადგან ვიღაცას რაღაცას მოუწოდებდა, ხმა არ აქვს

23/07/2025 17:15:00 სამართალი

ზვიად ცეცხლაძეს ედავებიან იმას, რომ თურმე ვინმეს რაღაცას მოუწოდებდა და რაღაც მოქმედებებს ახორციელებდა ვერბალური სახით, მაგრამ საქმეში დევს 14-წუთიანი ვიდეო, რომელსაც ხმა არ აქვს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული ზვიად ცეცხლაძის ადვოკატმა, ელგუჯა ავსაჯანიშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული ვიდეო არ შეიძლება საქმეს მტკიცებულებად დაერთოს.

„დასაწყისში ბრალდების მხარე ცდილობდა საკუთარი ლეპტოპით წარედგინა ვიდეომასალა, რომელსაც ჰქონდა ხმა. ამის შემდეგ მე საოქმოდ დავაფიქსირე, რომ ეს ვიდეო არ უნდა ყოფილიყო ჩართული, რადგან დაცვის მხარეს გადმოეცა უხმო ვიდეო და ვითხოვდით დედნის ჩართვას, რაზეც პროკურორის პოზიცია იყო ის, რომ, თითქოს, მე ვიტყუებოდი და ვიდეოს ჰქონდა რაიმე სახის ხმა. ამის შემდეგ მას მივუთითე, რომ ამ საქმეში ერთადერთი ვინც ცრუობდა და რიგ მტკიცებულებებს აყალბებდა იყო ბრალდების მხარე. ამის შემდეგ მოვითხოვე დედანი ვიდეოს ჩართვა. ზვიად ცეცხლაძეს, 14-წუთიან ვიდეოში ედავებიან იმას, რომ თურმე ვინმეს რაღაცას მოუწოდებდა და რაღაც მოქმედებებს ახორციელებდა ვერბალური სახით, მაგრამ ბრალდების მხარეს თურმე საქმეში უდევს 14- წუთიანი ვიდეო, სადაც ედავებიან ზვიად ცეცხლაძეს, რომ რაღაცას ლაპარაკობს და ამით დანაშაულს ჩადის, მაგრამ ვიდეოს ხმა არ აქვს.

შესაბამისად, მხოლოდ ვიზუალური გამოსახულებით ამ ვიდეოს ნაწილში ბრალდება ვერ დაუდასტურდება ზვიად ცეცხლაძეს, მარტივი მიზეზის გამო, რომ იქ არაფერი არ ისმის. ეს ყველაფერი დაადასტურა მოწმემ, რომელიც იკითხებოდა, რადგან საოქმოდ გვჭირდება ეს და თავად განაცხადა, რომ ამ ვიდეოში არანაირი ხმა არ ისმის. მას დათვალიერებული ჰქონდა ეს ვიდეო და ხმა ყოფილა. ფაქტია, რომ ვიდეოში ხმა არ ისმის“, - განაცხადა ელგუჯა ავსაჯანიშვილმა.

ცნობისთვის, ზვიად ცეცხლაძეს და მასთან ერთად დაკავებულ ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებები გამოიკვლიეს. კერძოდ პროკურატურას 1 მოწმე - გამომძიებელი ლევან ბასილაძე ჰყავდა წარმოდგენილი, რომელმაც ამოღებული ვიდეომასალის დათვალიერება ჩაატარა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S