Accentnews.ge
ესპანური გამოცემა - სომხეთი, აზერბაიჯანი და აშშ შეთანხმდნენ მემორანდუმზე, რომელიც ე.წ. ზანგეზურის დერეფნის ამერიკული კომპანიის მხრიდან მართვას ითვალისწინებს

ესპანური გამოცემა - სომხეთი, აზერბაიჯანი და აშშ შეთანხმდნენ მემორანდუმზე, რომელიც ე.წ. ზანგეზურის დერეფნის ამერიკული კომპანიის მხრიდან მართვას ითვალისწინებს

23/07/2025 16:35:00 კავკასია, პოლიტიკა, მსოფლიო

სომხეთი, აზერბაიჯანი და აშშ შეთანხმდნენ მემორანდუმზე, რომელიც ე.წ. ზანგეზურის დერეფნის ამერიკული კომპანიის მხრიდან მართვას ითვალისწინებს.

ამის შესახებ ესპანური გამოცემა „პერიოდისტა დიხითალი“  ავრცელებს ინფორმაციას.

გამოცემა წერს, რომ საფრანგეთში სომხური დიასპორის წარმომადგენლების საშუალებით მოიპოვა კონფიდენციალური დოკუმენტი სახელწოდებით – „ურთიერთგაგების მემორანდუმი ტრამპის ხიდის სატრანსპორტო დერეფნის შექმნის შესახებ“.

წყაროების ცნობით, ეს ტექსტი უკვე დამტკიცებულია სომხეთში, აზერბაიჯანსა და შეერთებულ შტატებში.

ესპანური გამოცემა წერს, რომ მემორანდუმი ითვალისწინებს „ტრამპის ხიდის ორმხრივი რეგიონული ეკონომიკური დერეფნისა და თავდაცვის კარიბჭის“ პროექტის განხორციელებას.

42-კილომეტრიანი სატრანსპორტო დერეფანი სომხეთის რესპუბლიკის სიუნიქის რეგიონს გაივლის. სომხური დიასპორისთვის ხელმისაწვდომ მემორანდუმში ნათქვამია, რომ სომხეთი ინარჩუნებს სუვერენიტეტს სიუნიქის რეგიონზე. თუმცა დაზუსტდა, რომ სატრანსპორტო დერეფნის მართვას კერძო ამერიკული კომპანია განახორციელებს, რომელმაც შესაბამისი ლიცენზია მიიღო. დერეფნის გამოყენებით მიღებული შემოსავლების განაწილება ამ შეთანხმების ძირითად ინტერესებს უსვამს ხაზს.

აშშ-ის მმართველი კომპანია შემოსავლის 40 პროცენტს მიიღებს, ხოლო სომხეთი – მხოლოდ 30 პროცენტს. გამოცემის ცნობით, ამერიკულ კომპანიას მუშაობის ლიცენზია 99 წლით მიეცემა. აღსანიშნავია, რომ მემორანდუმი ითვალისწინებს აშშ-ის მნიშვნელოვანი ძალების განლაგებას სომხეთის ტერიტორიაზე. არსებული ინფორმაციით, ეს არ იქნება აშშ-ის რეგულარული სამხედრო ძალები, არამედ იქნება კერძო ამერიკული სამხედრო კომპანია. 1 000 სამხედრო პასუხისმგებელი იქნება სატრანსპორტო დერეფნის გასწვრივ უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე. გამოცემის შეფასებით, მემორანდუმის დებულებების განხორციელების მთავარი ბენეფიციარები ამერიკის შეერთებული შტატები და თურქეთი იქნებიან.


ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S