Accentnews.ge
მაიკ ჯონსონი არ გამორიცხავს ბარაკ ობამას კონგრესში დაბარებას 2016 წლის არჩევნებში რუსეთის ჩარევის საქმეზე

მაიკ ჯონსონი არ გამორიცხავს ბარაკ ობამას კონგრესში დაბარებას 2016 წლის არჩევნებში რუსეთის ჩარევის საქმეზე

22/07/2025 18:10:00 მსოფლიო

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი მაიკ ჯონსონი არ გამორიცხავს ყოფილი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას კონგრესში დაბარებას 2016 წლის არჩევნებში რუსეთის ჩარევის საქმეზე. ამის შესახებ მაიკ ჯონსონმა CBN-თან (ქრისტიანულ სამაუწყებლო ქსელთან) ინტერვიუში განაცხადა.

როგორც მაიკ ჯონსონმა აღნიშნა, რუსეთთან შეთქმულების საქმე, რომელშიც დონალდ ტრამპს ადანაშაულებდნენ, გაყალბებული იყო და მას იყენებდნენ პრეზიდენტ ტრამპზე თავდასხმისთვის.

მისი თქმით, ეს იყო ყალბი, უსირცხვილო ბრალდებების ერთობლიობა, ამიტომ საჭიროა, ამ ცრუ ბრალდებებზე პასუხი აგონ.

პრეზიდენტ ობამას კონგრესში დაკითხვაზე შესაძლო დაბარებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე მაიკ ჯონსონმა განაცხადა:

„მას თუ ეს არ სიამოვნებს, არ უნდა მიეღო მონაწილეობა, არ უნდა გაეწია ამისთვის ზედამხედველობა, რაც, როგორც ჩანს, მოხდა. მაგიდაზე ბევრი ბრალდებაა. ჩვენი ამოცანაა, გავყვეთ თითოეულ კვალს და დავადგინოთ სიმართლე. ეს ძალიან სერიოზული ბრალდებებია, ძალიან სერიოზული შედეგებით. ჩვენგან ამ საქმეზე ძალიან სერიოზული ხალხი მუშაობს და მივიღებთ პასუხებს“, – განაცხადა მაიკ ჯონსონმა.

მაიკ ჯონსონის თქმით, რუსეთთან შეთქმულების გაყალბებულმა საქმემ დააზარალა არა მხოლოდ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, არამედ ასევე ძირი გამოუთხარა ხალხის ნდობას აშშ-ის სასამართლო სისტემისადმი, იუსტიციის დეპარტამენტისადმი და გამოძიების ფედერალური ბიუროსადმი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S