Accentnews.ge
თბილისში ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატში სამხედრო წოდების მქონე რუსი ათლეტები მონაწილეობენ

თბილისში ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატში სამხედრო წოდების მქონე რუსი ათლეტები მონაწილეობენ

22/07/2025 17:59:00 პოლიტიკა

სამხედრო წოდების მქონე რუსი სპორტსმენები ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობენ, რომელიც 22-26 ივლისს, თბილისში გაიმართება.  ისინი ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციამ, ისევე როგორც რამდენიმე ბელორუსი სპორტსმენი, დაუშვა, რასაც ორგანიზაციის ვებსაიტზე განთავსებული განაცხადიც ადასტურებს.

ტურნირში სულ 121 სპორტსმენი მონაწილეობს, მათ შორის რუსეთის არმიის მაიორი სოფია ველიკაია და ლეიტენანტი, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო თანამეგობრობის გაძლიერების ორდენის მფლობელი იანა ეგორიანი.

გარდა ამისა, რუსეთის არმიის ორდენის ოფიცერი ოლგა ნიკიტინა მონაწილეობს 2025 წლის ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატში.

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციას ურჩია, არ დაუშვას „ნეიტრალური სპორტსმენების“ მონაწილეობა 2025 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე.

თბილისში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატში რუსეთიდან და ბელორუსიიდან სულ 40 წარმომადგენელი მონაწილეობს.

აღსანიშნავია, რომ უკრაინელმა მოფარიკავე ოლგა ხარლანმა განაცხადა, რომ 2025 წლის მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S