Accentnews.ge
მედია: უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი სტამბოლში, შესაძლოა, 23-24 ივლისს გაიმართოს

მედია: უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი სტამბოლში, შესაძლოა, 23-24 ივლისს გაიმართოს

21/07/2025 17:58:00 მსოფლიო

უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი სტამბოლში, შესაძლოა, 23-24 ივლისს გაიმართოს, – ამის შესახებ თურქული გამოცემა Independent Türkçe წერს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, მიმდინარე კვირაში სტამბოლში რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებებია დაგეგმილი. წინასწარი ინფორმაციით, დელეგაციები ოთხშაბათს ან ხუთშაბათს შეხვედრას გეგმავენ. ზუსტი დეტალები ადგილის, დროისა და მონაწილეების შესახებ ჯერჯერობით უცნობია.

ცნობილია, რომ მხარეები ტექნიკურ საკითხებს განიხილავენ: ტყვეთა გაცვლას, ჰუმანიტარულ დახმარებას, ინფრასტრუქტურის უსაფრთხოებასა და საზღვრების სტაბილიზაციის ზომებს. როგორც გამოცემა აღნიშნავს, ამჟამად შეხვედრის აქტიური მომზადება მიმდინარეობს: განისაზღვრება ლოკაციები, ორგანიზდება ლოგისტიკა, მზადდება უსაფრთხოების ზომები. გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრა დახურულ ფორმატში ჩატარდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S